FM97.5 / LIVE

ბორჯომელებს საკურორტო სეზონმა იმედები გაუცრუა

მთავარიეკონომიკა 16.09.2012
ბორჯომში საკურორტო სეზონი დასრულდა. ადგილობრივების თქმით, წინა წლებთან შედარებით, წელს კურორტს ნაკლები დამსვენებელი ესტუმრა

ბორჯომელებს საკურორტო სეზონმა იმედები გაუცრუა

ბორჯომში სასტუმროების მეპატრონეები დამსვენებლების სიმცირეზე საუბრობენ. მათი თქმით, მთელი სეზონის განმავლობაში, სრული დატვირთვით მუშაობა, მხოლოდ აგვისტოს თვეში შეძლეს.

ეთერ კიკნაძე კოსტავას ქუჩაზე ცხოვრობს. ფართის სიმცირის გამო მხოლოდ ერთი ოთახის გაქირავება შეძლო.

- ”ოთახში ორი საწოლი მიდგას, დამსვენებელს კი დიდი ფართი უნდა. ამის გამო სეზონზე სულ რამდენიმე დღით შევძელი ოთახის გაქირავება”, - ამბობს იგი.

კლიენტების სიმცირეს უჩივის საოჯახო სასტუმროს მეპატრონე შუახნის ქალბატონიც, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.

- ”ასეთი ცუდი სეზონი არ მახსოვს. ივლისის თვე მთლიანად ჩაგვივარდა, მარტო აგვისტოში გვყავდა დამსვენებელი”, - ამბობს იგი.

დამსვენებელთა მოსალოდნელ სიმცირეზე ბორჯომში წლის დასაწყისშივე საუბრობდნენ. წვიმიანი ამინდების გამო სეზონი ისედაც დაგვიანებით დაიწყო. ამას გადათხრილი ქუჩებიც ემატებოდა და ადგილობროვები ფიქრობდნენ, რომ ეს ყველაფერი დატვირთულ სეზონს არ უქადდათ.

ადგილობრივ ხელმძღვანელობაში კი ირწმუნებოდნენ, რომ კურორტი დამსვენებელს მომზადებული ხვდებოდა და მეტ ტურისტსა და დამსვენებელს პროგნოზირებდნენ.

-„ბოლო ორი-სამი წლის ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, შემოსული ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. შარშან ძალიან დიდი მატება გვქონდა, განსაკუთრებით უცხოელი ტურისტების. რაც შეეხება შიდა ტურიზმს, ბორჯომი სეზონზე 90 პროცენტით მაინც ყოველთვის იტვირთება“, - აცხადებდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ტურიზმის საკითხებში ქეთი ბეროზაშვილი.

ბორჯომში ამაჟამად 22 სასტუმრო და 250-მდე კერძო სახლია, რომლებიც ქირავდება.

სასტუმრო ”მეიდანში” ღამის გათევა 100 ლარი ღირს. სასტუმროს ადმინისტრატორის, მარინა თამამიანის თქმით, წელს საკმაოდ ბევრი დამსვენებელი ჰყავდათ.

- ”სეზონზე ყოველთვის დატვირთულები ვართ. კლიენტების სიმცირეს არც ახლა ვუჩივით. ხუთი ნომერი გვაქვს და აქედან სამი დაკავებულია”, - ამბობს იგი.

ბორჯომის ტურისტული ცენტრის ინფორმაციით, ჩამოსული ტურისტების რაოდენობით სტატისტიკის მიხედვით, პირველ ადგილზე ისრაელია,მეორეზე პოლონეთი, მესამე ადგილზე კი გერმანია. რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შემდეგ, საგრძნობლად იმატა რუსი ტურისტების რაოდენობამაც.

ბორჯომის ტურისტულ ცენტრში ამბობენ, რომ მათთან კვირაში დაახლოებით 615 ტურისტი შედის. ცენტრის სპეციალისტის არტურ სტეფანიანის თქმით, ტურისტისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება მონაცემთა ბაზის საშუალებით რამდენიმე წუთში შეუძლიათ.

მსგავსი საინფორმაციო ცენტრი ქვეყნის მასშტაბით თორმეტია.

- ”ტურისტებს ჩვენის მხარის ღირშესანიშნაობების, ტრანსპორტის, სასტუმროს შესახებ ვაწოდებთ ინფორმაციას. ვურიგებთ საინფორმაციო ბუკლეტებს და რუკებს. ყველა ეს ინფორმაცია უფასოა”, - ამბობს არტურ სტეფანიანი.

კურორტში ამჟამად ოთხი ახალი სასტუმრო შენდება. ორი ხუთვარსკვლავიანი და ორიც ოთხვარსკვლავიანი. კურორტში სხვა ინფრასტრტუქტურული პროექტებიც ხორციელდება. სწორედ სამშენებლო მტვერსა და გადათხრილ ქუჩებს უკავშირებენ დამსვენებლების სიმცირეს კურორტში.

ინფრასტრუქტურული პროექტები წელს უნდა დასრულდეს. ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ მომავალი საკურორტო სეზონი უკეთესი იქნება.

ტურისტების ზრდას პროგნოზირებენ საინფორმაციო ცენტრშიც.

- ”ტურიზმის დეპარტამენტი რეკლამებს მსოფლიოს მასშტაბით აკეთებს. ვგეგმავთ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღებას, რაც დაგვეხმარება ჩამოვიყვანოთ ძალიან ბევრი ტურისტი”, - ამბობს არტურ სტეფანიანი.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.02.2020 ახალციხეში ცენტრალური მილის დაზიანების გამო მოსახლეობის ნაწილს გაზი არ მიეწოდება

24.02.2020 სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებმა ერთ წელში 680 065 ლარის ჯილდო და დანამატი გასცეს

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში წელს ტურისტების დიდ რაოდენობას ელიან
ბორჯომში  სეზონის ჩავარდნის ეშინიათ
საკურორტო სეზონის ამბები ბორჯომიდან [ფოტო]
”ტურისტებს მარტო მშენებლობებით  ვერ მოვიზიდავთ”
ბაკურიანში სასტუმროების 75%  უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს
რა ღირს დასვენება აბასთუმანში
წაღვერმა დამსვენებელი დაკარგა