FM97.5 / LIVE

ივანიშვილი - "თქვენ ქართული ენა მშობლიური ენის პარალელურად უნდა ისწავლოთ"

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 15.09.2012
ახალციხემდე, კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჯავახეთში მცხოვრებლებს ახალქალაქის ცენტრალურ პარკში შეხვდა

ივანიშვილი - "თქვენ ქართული ენა მშობლიური ენის პარალელურად უნდა ისწავლოთ"

ბიძინა ივანიშვილის დასახვედრად მზადება ახალქალაქში 14:30 საათზე დაიწყო. ახალქალაქის სოფლებიდან ჩამოსულ მხარდამჭერებს კოალიციის მაისურები და დროშები დაურიგეს.

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში 200-მდე ადამიანი შეგროვდა. მათ შორის იყვნენ როგორც სოფლებიდან ჩამოსულები, ასევე ახალქალაქში მცხოვრები კოალიციის აქტივისტები.

პატარა სამსარის მკვიდრ სარგის სოღოიანს “ქართული ოცნების” გამარჯვების სჯერა და მათ მხარდასაჭერად ამიტომაც ჩამოვიდა.
“გაიხსნას რუსეთის გზა, ისევ დაგვიახლოვნენ, საქართველო ბრწყინვალე მომავლისკენ წაიყვანონ”, - აცხადებს სოფელ ბეჟანოს მკივდრი ოვიკ ტონაკანიანი.

ახალქალაქში დაახლოებით 15 ცარიელი სამარშრუტო ტაქსიც იყო. ეს იმისთვის, რომ შეხვედრის შემდეგ მსურველები ახალციხეში წაეყვანა, თუმცა, შეხვედრის დასრულებისთანავე ისინი აქციაზე სულ რამდენიმე მგზავრით, თითქმის ცარიელები წავიდნენ.

შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით “ქართული ოცნების” ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ჟვანიამ მიმართა და მათ ბლოკის ხელმძღვანელი წარუდგინა. მისი თქმით, არჩევანის გაკეთებამდე ადამიანებმა დიდხანს უნდა იფიქრონ: “ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ეს მათი სამშობლოა და სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობა სწორედ მათ უნდა მიიღონ”.

“თქვენ ქართული ენა მშობლიური ენის პარალელურად უნდა ისწავლოთ, ხაზს ვუსვამ, რომ არა მშობლიური ენის ხარჯზე, არამედ პარალელურად”, - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილებს.

ივანიშვილის თქმით, ჯავახეთში ნამდვილი არჩევნები არასდროს ჩატარებულა: “ისტორიულად, აქ ყოველთვის ხელისუფლების წარმომადგენლები იმარჯვებდნენ. ეს აჩვენებს, რომ თქვენთან ნამდვილი არჩევნები არასდროს ყოფილა. თქვენ არ ირჩევდით”.

ხალხს ასევე მიმართეს “ქართული ოცნების” ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარმა კანდიდატებმა.

“ჩვენ დღეს, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად უნდა ავაშენოთ ძლევამოსილი საქართველო, სადაც ყველა მოქალაქე თანასწორუფლებიანი იქნება. უნდა ვიბრძოლოთ ადამიანის უფლებების დასაცავად. ბოლოს და ბოლოს, უნდა გავთავისუფლდეთ ამ დესპოტური ხელისუფლებისგან. აქ მიხეილ სააკაშვილმა რეჟიმი შექმნა”, - განაცხადა ახალქალაქის მაჟორიტარმა კანდიდატმა ნორიკ კარაპეტიანმა.

მისი განცხადებით, ახალქალაქს სამი პოლიტპატიმარი ჰყავს. იგი ხალხს დაჰპირდა, რომ დეპუტატის მანდატის მოპოვების შემთხვევაში იბრძოლებს გიორგი მხჩიანის, მელიქ რაისიანისა და ვააგნ ჩახალიანის გასათავისუფლებლად.

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებისთვის კომენტარებიც გააკეთა. მან ისაუბრა პარტიის პრიორიტეტებზე ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის შეცვლის თვალსაზრისით.

“რომ არ ვიცადოთ 5 წელი, არჩევნებიდან არჩევნებამდე, რეგიონებში იქნება გამგეობისა და გამგებლის არჩევის შესაძლებლობა. თუ ისინი მოლოდინს არ გაამართლებენ, ხალხი შეიკრიბება და გადაირჩევს, თუნდაც ნახევარი, ან ერთი წლის შემდეგ. რეგიონებში გამგეობის დეპუტატებისა და გამგებლის არჩევა ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი. აუცილებლად უნდა ისწავლონ, რომ ხელისუფლება მათ არ ეკუთვნით”, - განაცახადა ივანიშვილმა.

ჟურნალისტების მიერ სომხური ენისა და ენის სტატუსის შესახებ დასმულ კითხვას ივანიშვილმა ასე უპასუხა: “სახელმწიფო ენა ქართული ენაა, მაგრამ ეს არ ეწინააღმდეგება იმ მომენტს, რომ ეთნიკური სომხებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სომხურ ენაზე ილაპარაკონ. ადამიანებს უნდა შეეძლოთ არჩევა, რა უფრო მოსახერხებელი და სასიამოვნოა მათთვის. რა ენაზე ილაპარაკონ და რა ენაზე იოცნებონ, თავად უნდა ირჩევნენ და არა ვინმე ზევიდან ახვევდეს თავს”.

[sknews.ge]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში  “ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნა
საპროტესტო აქციები ჯავახეთში
”ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ ქართულად ლაპარაკი”
მარგველაშვილს ახალქალაქში პურითა და მარილით დახვდნენ
„ქართული ოცნების“ აქცია თბილისში
ბიძინა ივანიშვილი 'ქართული ოცნების' თავმჯდომარე იქნება
გიორგი ჟვანიას დაპირებები ”ოცნების” ახალქალაქელ აქტივისტებს