სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა

მთავარისამართალი 22.04.2015
სოფელ ყარათუბანში მომხდარი სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის დავით კუბლაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება. დღეს გამართულ პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა, დაცვის მხარემ კი მოსამზადებლად 10–დღიანი ვადა ითხოვა.

სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა

დღეს, 22 აპრილს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა დავით კუბლაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები წარადგინა.

ბრალდებულის ადვოკატებმა კი საბოლოო სიტყვის წასაკითხად 10 დღის ვადა ითხოვეს. როგორც მათ განაცხადეს, საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, პროკურატურიდან დამატებითი მტკიცებულებები უნდა გამოითხოვონ.

„ბრალდების მხრიდან იქნა დასკვნითი სიტყვა ნათქვამი, ჩვენ გამოვიყენეთ კანონით დადგენილი უფლება, რომ დასკვნითი სიტყვისთვის მოვემზადოთ და პროკურორის მიერ წარმოთქმულ დასკვნის სიტყვის შემდგომ ჩვენ გვქონდეს დრო იმისთვის, რომ დასკვნითი სიტყვა წარმოვთქვათ“, – ამბობს ბალდებულის ადვოკატი მაგული გოგლიძე.

მომავალი სასამართლო სხდომა 4 მაისს, 14:00 საათისთვის ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, სამი ახალგაზრდა: ვაჟა ნარიმანიშვილი, გიორგი სირბილაძე და ბორის სირბილაძე 2014 წლის, 28 აგვისტოს, მარიამობის ღამეს, მოკლეს. ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმა, ბექა სირბილაძე კი ფეხისა და გულ–მკერდის არეში დაჭრეს. მკვლელობაში ბრალდებული ადიგენის საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსი დავით კუბლაშვილია. იგი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.09.2017 ახალციხის საავადმყოფოში 40–მდე ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში ეპიდკვლევა დაიწყო

18.09.2017 ურექტორობის გამო, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მთელი რიგი პრობლემები იქმნება

18.09.2017 ახალციხის ორ ბაღში სწავლა განახლდა

18.09.2017 ახალციხის 8 სკოლაში 421 პირველკლასელი მივიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2017 ახალციხე–ადიგენის გზაზე, ფარეხის ტერიტორიაზე, ხანძარია [Photo]

19.09.2017 ახალგაზრდებს ბიზნეს იდეების განვითარების ღონისძიებაზე იწვევენ

18.09.2017 ახალციხის საავადმყოფოში 40–მდე ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში ეპიდკვლევა დაიწყო

18.09.2017 ურექტორობის გამო, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მთელი რიგი პრობლემები იქმნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს განაჩენს გამოუტანენ
სამი პირის მკვლელობაში ბრალდებულის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
სამი პირის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს სახელმწიფო ადვოკატიც დაიცავს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე პროკურორმა საბოლოო სიტყვა წაიკითხა
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე მოწმეები ვერ დაკითხეს
სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეს ერთი საქმე გამოეყო