FM97.5 / LIVE

ახალციხეში ”ოცნების” აქცია მიმდინარეობს

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 15.09.2012
აქციას უკვე შეუერთდნენ კოლონები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან.

ახალციხეში ”ოცნების” აქცია მიმდინარეობს

ადიგენიდან 50-ზე მეტი მანქანა გამოვიდა. ჩორჩანი, დიდი და პატარა სმადა, ქვემო და ზემო ენთელი, უტყისუბანი, მოხე, ჩორჩანი - ეს იმ სოფლების ჩამონათვალია, საიდანაც მოსახლეობა აქციაზე დასასწრებად წამოვიდა.

”დაახლოებით 700 კაცი წამოვიდა ადიგენიდან. გზაზე პრობლემა არ შეგვქმნია, პოლიცია იყო მობილიზებული და მხოლოდ მანქანის ნომრებს იწერდა”, - ამბობს ადიგენის შტაბის უფროსი დავით ბაციკაძე.

1700 კაცი წამოვიდა ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან.

”ეს ის რასაც ბორჯომის შტაბმა გაუკეთა ორგანიზება, 1000-კაცზე მეტი საკუთარი მანქანებით ჩამოვიდა, მათ შტაბთან გამოჩენა არ სურდათ”, - ამბობს ბორჯომის შტაბის წარმომადგენელი ირაკლი კვირკველია.

90-ზე მეტი სამარშრუტო ტაქსი ჩამოვიდა ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან. აქციაზე არიან მოქალაქეების ახალციხის სხვადასვხა სოფლებიდანაც.

”უკეთესი მომავლი მინდა, რომ ჰქონდეს ახლაგაზდრობას, ბვრს სურდა წამოსვლა აქციაზე, მაგრამ ვერ გაბედა. ოღონდ კი თავისუფალი ქვეყანა და მომავალი გვქონდეს და შევეწირები კიდეც ჩემ ქვეყანას”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ციცია ქიმერიძე.

თავისუფლება და უკეთესი მომავალი სურს სტუდენტს, 20 წლის ფრიდონ რიბაკოვს, რომელიც ახალციხის მუნიციაპლტიეტის სოფელ თისელში ცხოვრობს: ”იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი გაიმარჯვებს. ერთი მარშუტკით წამოვედით თისელიდან, კიდევ ბევრს სურდა წამოსვლა, მაგრამ შეეშინდათ”.

ასევე თავისუფალი ქვეყანა და უკეთსი სოციალური მდოგმარეობა სურს ბორჯომიდან ჩამოსულ კოტე აბულაძეს. მას ეთანხმება ქვაბისხევიდან ჩამოსული 76 წლის ბიჭიკო მაისურაძეც.

აქციაზე არიან ცნობილი სახეებიც.

”რა დროს შიშია?! შიშის სინდრომი დღევანდელმა ხალხმა უნდა გადაყაროს, იმაზე მეტ შიში სადაა, რასაც ”ნაციონლური მოძრაობა” თესავს?! უდნათ რომ ქართველი ხახლი დაამონონ და დააშინონ, მაგრამ არ არსებობს, ქართველი ხალხი აზროვნებს. უფსკრულია ახლა ჩვენს წინაშე. ერთი ხელის მიდება და უფსკრულში გადავიჩეხებით თუ არ გავერთიანდით ყველა. ივანიშვილი გამოჩნდა როგორც ერის კაცი და მწყემსი საქართველოსი, რომელიც არ ჰყავდა აქამდე ქართველ ერს”, - აცხადებს საქართველოს სახალხო არტისტი პალიკო ნოზაძე.

თბილისის მკვიდრის აკაკი ლომოურის თქმით, თუ არ გვინდა რომ ისეთი მონაცველეობა მივიღოთ მთავრობაში, როგორც ეს რუსეთში პუტინისა და მედვედევის მსგავსად მოხდა, მაშინ დღეს ყველა უნდა გაერთიანდეს: ”ეს იმსითვის თუ ქვეყანაში დემოკრატია გვინდა”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

18.10.2018 ‘ოცნების’ წევრი 'ევროპული საქართველოს’ შეხვედრას ტელეფონით იღებდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

გელა დემეტრაძე: სამცხე-ჯავახეთიდან, 15 ნოემბერს, აქციაზე 1500 კაცი წავა
შეკრების მონაწილეები: ‘ტრანსპორტი გამოგვიყვეს’
ათობით მიკროავტობუსი 'ოცნების' შეხვედრაზე ხალხის ჩამოსაყვანად – რას აცხადებდნენ ადგილობრივები
აქციისთვის ახალციხეში საგანგებოდ არ ემზადებიან
”ოცნების” აქციისთვის ახალციხეში მოსახლეობას მთელი რეგიონიდან ელოდებიან
თითქმის პარალიზებული ავტოსადგური და ათობით სამარშრუტო ტაქსი ახალციხის ციხისკენ
ახალციხეში „ნაციონალების“ აქცია დაიწყო