FM97.5 / LIVE

მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნეს

მთავარიეკონომიკა 16.04.2015
სამცხე–ჯავახეთის მიკრო და მცირე მეწარმეებს, ვისაც საქმიანობის გაფართოება სურს, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის დეტალები გააცნეს. შეხვედრა ახალციხეში, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის მკვიდრი ზაზა ივანიძე მეფუტკრეობის განვითარებას გეგმავს.

„ვარ მეფუტკრე და ამავდროულად მაქვს კოოპერატივი. ამ პროექტის დახმარებით მინდა, რომ ჩემი ბიზნესი გავაფართოვო და შევიძინო ახალი აღჭურვილობა“, – ამბობს ზაზა ივანიძე. ივანიძემ პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ახალციხეში, შეხვედრაზე შეიტყო.

სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია ახალციხეში, ახალქალაქსა და ბორჯომში დღეს, 16 აპრილს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. ახალციხეში პრეზენტაცია მეწარმეობის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ციკოლიამ გააკეთა. იგი ადგილობრივ მიკრო და მცირე მეწარმეებს ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებზე, დაფინანსების გაცემასა და იმ დეტალებზე ესაუბრა, რაც ახალი პროგრამითაა გათვალისწინებული.

„ყოველ წელს ახალ კომპონენტებს ვუმატებთ, რომლის მიზანიცაა კერძო ბიზნესის, მეწარმეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება და განვითარება“, – განაცხადა ციკოლიამ.

მისი თქმით, პროგრამის ერთ – ერთი ძირითადი მიზანია ბიზნეს უნარების გაღრმავება იმ მეწარმეებისთვის, ვისაც სურს წამოიწყოს და განავითაროს საკუთარი ბიზნესი და ამავე დროს გარკვეული დაფინანსება მიიღოს სახელმწიფოს მხრიდან: „სახელმწიფო თითოეულ მეწარმეს 5.000 ლარის ფარგლებში დააფინანსებს. ის ბენეფიციარები, რომლებიც პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში, გრანტის სახით 5 000 ლარს მიიღებენ, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან".

პრეზენტაციას მიკრო და მცირე მეწარმეების გარდა, სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობის თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის გამგებლები და მათი მოადგილეები.

„ეს პროგრამა ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხელს შეუწყობს თვითდასაქმებულ ხალხს და მიკრო და მცირე მეწარმეებს,განავითარონ საკუთარი ბიზნესი რაც თავისთავად გააუმჯობესებს ეკონომიკურ მდგომარეობას“, – ამბობს აკაკი მაჭუტაძე.

საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაიწყო.

პრეზენტაციის ბოლოს შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა. კითხვები პროგრამის შესახებ ძირითადად მეწარმეებს ჰქონდათ. სააგენტოს წარმომადგენლებმა მათ ამომწურავი პასუხი გასცეს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

რას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო – შეხვედრა ახალციხეში
მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დეტალებს გააცნობენ
'მიკრო გრანტები მთის განვითრებისთვის'- პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში
სამცხე–ჯავახეთში მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამაზე იმსჯელებენ
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდი იწყება
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი ახალი პირობებით დაიწყო [VIDEO] [R]
ეკონომიკის მინისტრი  ახალციხეში სამთავრობო პროგრამის გამარჯვებულებს შეხვდება