FM97.5 / LIVE

იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში ბრალდებულს 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

მთავარისამართალი 15.04.2015
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული გიორგი კაპანაძე, რომელიც სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსს ცემაში ადანაშაულებდა, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იარაღის უკანონო  შეძენა–შენახვაში ბრალდებულს 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გიორგი კაპანაძე დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით.

კაპანაძის მამა თამაზ კაპანაძე ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და იმიტომ მისცეს პასუხისგებაში, რომ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე არ გამტყუნდეს. შეგახსენებთ, კაპანაძე სამხარეო სამმართველოს უფროსს ცემაში ადანაშაულებდა.

„კალანდაძე დადიოდა და ყვიროდა, რომელი ხართ კაპანაძეო. როცა ვუთხარი, რომ მე ვიყავი, ჯერ სახეში ჩამარტყა წიხლი, შავი ფეხსაცმლით, მერე „სნოს“ ბოთლი მირტყა“, – განაცხადა მიმდინარე წლის 2 თებერვალს, სასამართლოში დაკითხვისას გიორგი კაპანაძემ.

16 მარტს გამართულ პროცესზე კაპანაძემ სამხარეო სამმართველოს უფროსის სახელი კიდევ ერთხელ ახსენა: „კალანდაძეს სკამი მოაწოდეს და ჩემ წინ დაჯდა. მითხრა, აქ მე ვარ ყველაფერი, მოსამართლეც და პროკურორიც, იცოდე, მე მინდა, რომ შენ ციხეში იყო და იქნები კიდეცო. თან დაამატა, შენი ძმა რომ თურქეთიდან ჩამოვა, იმას უფრო დიდი ფაქტით მოგაყოლებ უკანო“

„თუ ხელში მეჭირა იარაღი, მასზე რატომ არაა ჩემი თითის ანაბეჭდი?! ცრუ ჩვენებებით აქვთ საქმე აწყობილი. სახლში 3 წლის შვილი მელოდება, 9 წლის მერე რომ გამოვალ ციხიდან და ბავშვს ჩემს მიმართ გრძნობა არ ექნება, მერე მართლა გავხდები კრიმინალი. იმიტომ მსვამენ ციხეში, რომ კალანდაძეს უნდა ასე“,– ეს კი კაპანაძემ დღეს, ბოლო სასამართლო პროცესზე, განაჩენის გამოცხადებამდე ნახევარი საათით ადრე განაცხადა.

გიორგი კაპანაძის ადვოკატი ეკა აბაშიძე ამბობს, რომ სამხარეო სამმართველოს უფროსს სავარაუდოდ კარგი მფარველი ჰყავს, რადგან ამ დრომდე არ არიან დაკითხული ის ექიმები, რომლებმაც გიორგი გასინჯეს მაშინ, როცა სამმართველოში ცემის გამო ცუდად გახდა.

კაპანაძის ადვოკატები განაჩენის გასაჩვრებას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კაპანაძე, ორ მეგობართან ერთად, 2014 წლის 23 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში დააკავეს. 1987 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ გიორგი კაპანაძეს, ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებოდა. მის ორ მეგობარს კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.

[sknews.ge]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში ბრალდებულს დღეს განაჩენს გამოუტანენ
‘მინდა, რომ შენ ციხეში იყო და იქნები კიდეცო’ – ბრალდებულის ჩვენება სასამართლოში
ბრალდებული: ‘კალანდაძემ ჯერ სახეში ჩამარტყა წიხლი და მერე ‘სნოს’ ბოთლი მირტყა’
იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირეს
საქმეს, რომელშიც კალანდაძეს ცემაში ადანაშაულებენ, სტრასბურგში ასაჩივრებენ
ბრალდებული, რომელიც კალანდაძეს ცემაში ადანაშაულებს, მის ამოცნობას ითხოვს
კვირის აქცენტი: გიორგი კაპანაძის გახმაურებული საქმე [Video]