FM97.5 / LIVE

ახალციხის მაღაზიებში საკვებად უვარგისი ხაჭო იყიდება

მთავარისამართალი » შემთხვევა 14.04.2015
ახალციხისა და ვალის სამ მაღაზიაში, „მილკოს“, „ქობულეთურისა“ და „სოფლის ნობათის“ ხაჭოში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა.

ახალციხის მაღაზიებში საკვებად უვარგისი ხაჭო იყიდება

ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის ინფორმაციით, თანამშრომლებმა ხაჭოს ნიმუშები ახალციხის ორ და ქალაქ ვალის ერთ მაღაზიაში აიღეს. ნიმუშები შესამოწმებლად ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

„ლაბორატორიიდან მიღებული შედეგების თანახმად, სამივე ნიმუშში აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები (კოლიფორმები)“, – აცხადებენ მომხმარებელთა დახმარების ცენტრში.

ცენტრის ინფორმაციით, საუბარია შემდეგ მაღაზიებსა და პროდუქტებზე: ქალაქ ვალეში, სტალინის ქ. N24-ში მდებარე ი.მ. ხ. აღლემაშვილის კუთვნილ მაღაზიაში, შპს „ჯორჯიან მილკის“ წარმოებულ ხაჭო „მილკოზე“ (შეფუთული). ქ. ახალციხეში, თამარაშვილის N41-ში მდებარე მაღაზიაში შპს „პეტო“ შეძენილ ხაჭო „ქობულეთურზე“ (ასაწონი). ქ. ახალციხეში, 9 აპრილის ქ. N10-ის მიმდებარედ, ი.მ. ზ. აფრიამაშვილის კუთვნილ მაღაზიაში შეძენილ „სოფლის ნობათის“ ხაჭოზე (შეფუთული).

„დარღვევის შესახებ ეცნობება მეწარმეებს, მაღაზიების მეპატრონეებს, სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ცენტრის წარმომადგენლებმა შესყიდვისას დაათვალიერეს პროდუქტების ეტიკეტი და შენახვის ვადა. სამივე შემთხვევაში ნორმაში იყო როგორც ეტიკეტი, ისე ვარგისიანობის ვადა. პროდუქტები მოთავსებული იყო მაღაზიების მაცივრებში.

[sknews.ge]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ახალციხის რამდენიმე მაღაზიაში საკვებად უვარგისი ხინკალი და პელმენი იყიდება
ახალციხის მაღაზიებში საკვებად უვარგისი ხინკალი და პელმენი ისევ იყიდება
გაყინულ ხინკალსა და პელმენში ბაქტერიები აღმოაჩინეს
ახალციხეში წყაროს წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა
ახალციხის რამდენიმე ბაღში წყალი სასმელად უვარგისია
მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა ახალციხის პირველ საბავშვო ბაღში ხორცი შეამოწმა
ბოლაჯურის სასმელ წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა