FM97.5 / LIVE

სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა ზურა ხუციშვილის უკანონოდ დაკავება

მთავარისამართალი 10.04.2015
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საპატრულო პოლიციის საჩივარი იმის შესახებ, რომ მცდარი იყო ახალციხის რაიონულ სასამართლოში ყოფილი პოლიტპატიმრის ზურა ხუციშვილის დაკავებაზე საქმის შეწყვეტა.

სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა ზურა ხუციშვილის უკანონოდ დაკავება

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ზურაბ ხუციშვილი ახალციხეში, 12 თებერვალს, ღამით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა კი ხუციშვილის ქმედებაში სამართალდარღვევის არარსებობის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოება შეწყვიტა.

საპატრულო პოლიცია სააპელაციო სასამართლოში ამ გადაწყვეტილების გაუქმებას და ასევე, საქმის ხელახლა განხილვის მიზნით, კვლავ ახალციხის სასამართლოსთვის დაბრუნებას ითხოვდა. სააპელაციო სასამართლომ საპატრულო პოლიციის საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ იმ ვიდეომასალაში, რომელიც „სამხრეთის კარიბჭემ“ გაავრცელა, ზურა ხუციშვილის დაკავების ბრძანება სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ და ამჟამად უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მაღრაძემ გასცა: „დაადეთ ბორკილები, ამის ნერვები აღარ მაქვს!“

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

საპატრულო პოლიცია ყოფილი პოლიტპატიმრის საქმეს სააპელაციოში ასაჩივრებს
შეცვლილი გადაწყვეტილება ზურა ხუციშვილის საქმეზე
ყოფილი პოლიტპატიმარი ახალციხეში უკანონოდ დააკავეს [video]
ადვოკატის უკანონოდ დაკავების საქმეს სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს
უკანონოდ დაკავებული ადვოკატი საპატრულოს მორალური ზიანისთვის 100. 000 დოლარს სთხოვს
სააპელაციო სასამართლომ ვეფხვია ხუციშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
სამხარეო სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ჯარიმის,  250 ლარის გადახდა დააკისრეს