FM97.5 / LIVE

ადიგენსა და ასპინძაში 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს [Photo]

მთავარისაზოგადოება 09.04.2015
პარაკლისი, გვირგვინები და ლექსები – დღეს, 9 აპრილს, ადიგენსა და ასპინძაში, მოქალაქეებმა, სასულიერო პირებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს.

ადიგენსა და ასპინძაში 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს [Photo]

ადიგენში, მოქალაქეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები, 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ. შეკრებილებმა ის მოქალაქეები გაიხსენეს, ვინც 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირა თავი.

დაბა ადიგენის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა რევაზმა ამ დღეს დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. შემდეგ კი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს.

ადიგენსა და ასპინძაში 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს [Photo]

ადიგენსა და ასპინძაში 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს [Photo]

ადიგენსა და ასპინძაში 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს [Photo]

ადიგენის მსგავსად, 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ ასპინძაშიც. წმინდა გიორგის სახელობის ხვილიშის ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ, მამა ზაქარიამ მემორიალთან გარდაცვლილ ადამიანთა სულების მოსახსენებლად პარაკლისი ჩაატარა.

ამის შემდეგ, კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „წუნდამ“ რამდენიმე ქართული-ხალხური სიმღერა შეასრულა, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი ლექსები წაიკითხეს.

ადიგენშიც და ასპინძაშიც, ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ადიგენსა და ასპინძაში 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს [Photo]

ადიგენსა და ასპინძაში 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს [Photo]

ადიგენსა და ასპინძაში 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს [Photo]


[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2018 თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება

20.09.2018 ‘თავზე მაწვიმს’ – ახალდაბაში 80 წლის ქალი დახმარებას ითხოვს

20.09.2018 ‘მიწებს კარტოფილისთვის ვერ ვიყენებთ, რა დროს მარიხუანაა?!’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან

20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 1989  წლის  9 აპრილი გაიხსენეს
ახალციხეში 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენეს
ბორჯომსა და ადიგენში პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულ გმირებს [Photo]
ბორჯომში 9 აპრილის სკვერში პარაკლისი გადაიხადეს
ახალციხეში 9 აპრილს დაღუპულები გაიხსენეს
მესხეთში 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს [Photos]
ადიგენში ომის გმირები გაიხსენეს [Photo]