სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ღრელში გზის რეაბილიტაცია სრულდება

მთავარიეკონომიკა 08.04.2015
დღეს, 8 აპრილს, სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ ღრელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

ღრელში გზის რეაბილიტაცია სრულდება

სოფელ ღრელში გზის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო, არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო პროექტი დროებით შეჩერდა და 2015 წელს ისევ გაგრძელდა.

„ასფალტის მეორე ფენის დაგება ვეღარ მოესწრო, სამუშაოები მიმდინარე წელს განახლდა და უკვე სრულდება კიდეც“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

ღრელის გზის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს „მესხეთავტოგზა“ ასრულებს. კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელი გიორგი აღლემაშვილი ამბობს, რომ დარჩენილია რამდენიმე დღის სამუშაოები: „უკვე გაკეთდა ასფალტო – ბეტონის საფარი, საკანალიზაციო და სანიაღვრე არხები, საყრდენი კედლები, როგორც ქვის ,ისე ბეტონის, მოეწყო წყალგამტარი მილები და ცხაურები. მიერთებებია მოსაწყობი და გვერდულები შესავსები, ამასაც რამდენიმე დღეში დავასრულებთ“.

სოფელ ღრელში ასფალტო – ბეტონის გზა ორ ფენად 1 300 მეტრზე დაიგო. რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა,

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ ღრელის გზის რეაბილიტაციისთვის 572.112 ლარი დაიხარჯა, აქედან 95 647 ლარი წყალ – კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას მოხმარდა.

როგორც სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ამბობს, მიმდინარე წელს იგეგმება გზის რეაბილიტაცია საფარის მონასერის მიმართულებით, პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს: „ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გეგმავს საფარის მონასტრის მიმართულებით 8 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას. ღრელი თანამედროვე, ცივილიზებულ სოფელს დაემსგავსება“.

ღრელში გზის რეაბილიტაცია სრულდება

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


18.01.2018 მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.01.2018 მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

17.01.2018 კლინიკა ‘იმედში’ ახალი სამშობიარო სახლი გაიხსნა

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის სოფლებში გზების რეაბილიტაცია იწყება
ახალციხის სოფლებში გზების რეაბილიტაცია ჯერ არ დაწყებულა
სოფლების ფერსისა და მუგარეთის გზის რეაბილიტაცია სრულდება
ახალციხეში გვარამაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
მუსხში ასფალტო–ბეტონის გზას დააგებენ
ღრელში გზასთან ერთად საკანალიზაციო სისტემა მოწესრიგდება
სოფელ სვირამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო