FM97.5 / LIVE

‘ამ ქვეყანაში მასხრად გვიგდებენ!’– არლელები მიწის საკუთრების პრობლემაზე

მთავარიეკონომიკა 07.04.2015
სასამართლოს თუ დიალოგის საშუალებით გადასაჭრელი პრობლემა არალში; მიწის მესაკუთრეებთან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ადვოკატირების მიზნით, შეხვედრა გამართა;

‘ამ ქვეყანაში მასხრად გვიგდებენ!’– არლელები მიწის საკუთრების პრობლემაზე

არალში მაცხოვრებლებმა საჯარო რეესტრის წინააღდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. უწყებას ადგილობრივები ნაკვეთების დარეგისტრირებაზე უარის თქმის გამო ედავებიან.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით, დღეს, 7 აპრილს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, იურისტებთან და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელთან ერთად, ადვოკატირების მიზნით, არლელებთან შეხვედრა გამართა.

„რა უნდა ამ მიწასთან საერთოდ „საქნახშირს“, იმ მიწაზე, სადაც მე ვხნავ და ვთესავ, ქვანახშირი უნდა დათესონ?! ქვანახშირს მიაქვს ვალე, მაგრამ იქ მიწის ზედაპირზე საკუთრებასთან და მის დამუშავებასთან დაკავშირებით პრობლემა არავის ექმნება. თუ ჩვენ ტერიტორიაზეც ქვა–ნახშირი მოიპოვება ჩაძვრენ და მოიპოვონ, ვინ დაუშალა?! ჩვენ ჩვენ მიწაზე ნუ გვედავებიან, – აცხადებს არალში მცხოვრები შოთა ფეიქრიშვილი და ამატებს, – ლიცენზიანტი მეუბნება ჩემი მამა–პაპის მიწაზე, აქ მე ვარ და შენ კომპენსაცია არ გეკუთვნისო. ამ ქვეყანაში მასხრად გვიგდებენ!“
იურისტები შეხვედრაზე ადგილობრივების პრობლემებში უკეთ გაერკვნენ.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო დაგვეკონკრეტებინა რა პრობლემა აწუხებს სოფელ არალში მაცხოვრებელ იმ მოსახლეობას, რომლის მიწის ნაკვეთებიც მათ საკუთრებაში ვერ დარეგისტრირდა“, – აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი“ ქეთი ბებიაშვილი.
მისი განცხადებით, მომავალ შეხვედრაზე სახელმწიფოს, „ბიპისა“ და „საქნახშირის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან: „ასე უკეთ დავინახავთ რა მოცემულობა გვაქვს და პრობლემის გადაჭრა როგორ შეგვიძლია“.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობისას, არალში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ზარალდება, თუმცა კომპენსაციას ვერ იღებს. მიწაზე, რომელსაც გლეხები ორი ათეული წელია ამუშავებენ, „საქნახშირს“ 40–წლიანი ლიცენზია აქვს მიღებული. ბიპი პროექტის მშენებლობას იწყებს, თუმცა, საკითხი თუ ვინ მიიღებს ლიცენზიას – გლეხები თუ საქნახშირი – ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კვირის აქცენტი: მიწის საკუთრების პრობლემა არალში [Video]
ვის მისცემს "ბიპი" კომპენსაციას არლელებს თუ „საქნახშირს“?
არლელები მიწის დაკანონებას სასამართლოს გზით ეცდებიან
არალში სადავო მიწის საკითხი ადგილობრივების სასარგებლოდ გადაწყდა
BP: სახელმწიფომ არალში მიწების საკითხი ორ კვირაში უნდა დაარეგულიროს
არალში ადგილობრივებმა სადავო მიწა დაისაკუთრეს
არალში ადგილობრივებს სადავო მიწას დაუსაკუთრებენ