FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობა ტესტირებისთვის ემზადება

მთავარისაზოგადოება 06.04.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპს – ტესტირებას 193 აპლიკანტი გაივლის.

ახალციხის გამგეობა ტესტირებისთვის ემზადება
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების მიღება და გადარჩევა უკვე დასრულდა. 31 ვაკანსიაზე 564 განაცხადი შევიდა. თითოეულ განმცხადებელს საბუთების შეტანა რამდენიმე ვაკანტურ პოსტზე შეეძლო. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სულ 232 განმცხადებელია.

გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის ილია ზარდიაშვილის თქმით, 564–დან მეორე ეტაპისთვის 193 განაცხადი შეირჩა, აქედან ზოგიერთ ვაკანსიაზე 52 განაცხადი მოიხსნა.

„იყო შემთხვევები, როცა პიროვნებებს განცხადება რამდენიმე პოზიციაზე ჰქონდა შემოტანილი და იმ ვაკანსიებზე, სადაც უმაღლეს განათლებას ვითხოვდით საშუალო განათლების ატესტატი ჰქონდათ წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში მათ დისკვალიფიკაცია მიიღეს. თუმცა დანარჩენ პოზიციებზე, სადაც მხოლოდ საშუალო განათლება გვქონდა მითითებული იქ აგრძელებენ კონკურსს. საერთო ჯამში კი 193 – დან სრული დისკვალიფიკაცია 39–მა მიიღო, ნაწილობრივ კი 13 – მა“, – ამბობს ილია ზარდიაშვილი და ამატებს, რომ კონკურსანტებს შედეგების შესახებ დღეს, დღის ბოლოს ეცნობებათ.

უკვე გარკვეულია მეორე ეტაპის – ტესტირების სავარაუდო თარიღი, როგორც ზარდიაშვილი ამბობს, კონკურსანტები ტესტირებას 18 აპრილს გაივლიან. მისივე თქმით, შესაძლებელია ტესტირებაზე გამსვლელი კონკურსანტების რაოდენობა შეიცვალოს.

„ამ დღეებში ვაპირებთ, რომ დავუკავშირდეთ გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დეტალებზე შევუთანხმდეთ. რამდენ დღეზე გადანაწილდება ტესტირება ჯერ არ ვიცით, გააჩნია კონტიგენტს. მოგეხსენებათ იმ კონკურსანტებს, რომლებმაც წინა კონკურსზე ტესტირება წარმატებით ჩააბარეს და გასაუბრება ვერ გაიარეს, პირველ ივნისამდე აქვთ შანსი, წარმოადგინონ ცნობა იმის შესახებ, რომ წინა ტესტირებაზე დააგროვეს გამსვლელი ქულა. ისინი ამჯერად გასაუბრებაზე ტესტირების გარეშე გავლენ“, – ამბობს ზარდიაშვილი.

მისივე თქმით, შესაძლებელია ცვლილება საკონკურსო – საატესტაციო კომისიაშიც შევიდეს: „ერთ – ერთ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს კომისიის წევრობა შევთავაზეთ, ჯერ პასუხი არ მიგვიღია, ამიტომ შესაძლებელია, რომ საკონკურსო – საატესტაციო კომისიას კიდევ ერთი წევრი დაემატოს“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის თვითმმართველობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარე წლის 25 თებერვალს დაიწყო. გამგეობამ 29 ვაკანსია გამოაცხადა, საკრებულომ კი 2. საბუთების მიღება 6 მარტს დასრულდა.

გამგეობაში ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა საქმისწარმოებისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში წამყვანი სპეციალისტის პოზიცია. ამ ვაკანსიაზე 59 განაცხადი შევიდა. 42 განაცხადი შევიდა გამგებლის მდივნის ადგილას, 37 კი საორგანიზაციო საკითხებში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.

საკრებულოში შესული 83 განაცხადიდან, 37 შევიდა საორგანიზაციო საკითხებში მთავარი სპეცილისტის პოზიციაზე, 46 კი საორგანიზაციო საკითხებში წამყვან სპეციალისტის ვაკანსიაზე.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის  გამგეობაში განაცხადების მიღება დასრულდა
ახალციხის გამგეობაში ტესტირება მიმდინარეობს
ახალციხის გამგეობაში ტესტირება 18 და 19 აპრილს ჩატარდება
ახალციხის გამგეობაში გასაუბრებას 75 აპლიკანტი გაივლის
ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა
ახალციხის გამგეობაში ტესტირების პირველი ეტაპი დასრულდა
ახალციხის თვითმმართველობაში არსებულ 70 ვაკანსიაზე 894 განაცხადი შევიდა