"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

სომეხთა სამოციქულო და კათოლიკე ეკლესიებმა აღდგომა იზეიმეს [Video]

მთავარისაზოგადოება, რეპორტაჟი 05.04.2015
დღეს, 5 აპრილს, მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიების ნაწილი იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. ახალციხეში აღდგომას აღნიშნავენ სომეხთა სამოციქულო და კათოლიკე ეკლესიები.

ახალციხეში მცხოვრებმა სომეხი ეროვნების მოქალაქეებმა აღდგომის დღესასწაული გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ეკლესიაში აღნიშნეს, კათოლიკე მრევლმა კი რაბათის ღვთისმშობლის სავარდის სახელობის ტაძარში.



ახალციხის გრიგოლ განმანათლების სახელობის სომხურ ტაძარში სააღდგომო ლიტურგია 4 აპრილს, სააღამოს 5 საათზე დაიწყო და ორ საათს გაგრძელდა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, მორწმუნეებმა ეკლესიაში წითელი კვერცხები აკურთხეს და სახლში საკურთხევლიდან გამოტანილ ცეცხლზე ანთებული სანთლებით დაბრუნდნენ. მრევლი ერთ–ერთი ადგილობრივის მიერ გამომცხვარი სააღდგომო ნამცხვრითაც დაასაჩუქრეს.

იმავე დღეს, რამდენიმე საათის შემდეგ, საღამოს 9 საათზე დაიწყო ღვთისმსახურება რაბათის ღვთისმშობლის სავარდის სახელობის ტაძარში. ლიტურგია აქაც 2 საათს გაგრძელდა.კათოლიკურ ტაძარში ღვთისმსახურებას ახალციხეში მცხოვრები კათოლიკეები დაესწრნენ. ისინი ამბობენ, რომ აღდგომა მათთვის ერთ–ერთი ყველაზე ამაღლებული დღესასწაულია.

წირვა-ლოცვა ორივე ტაძარში მეორე დღეს, 5 აპრილს, დილითაც გაიმართა. მართლმადიდებლური სამყარო კი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს იზეიმებს. განსხვავება წელს ერთი კვირაა, მიზეზი თარიღის სხვადასხვაგვარი გამოთვლაა. კათოლიკეები იყენებენ გრიგორიანულ პასქალიას, ხოლო მართლმადიდებლები ალექსანდრიულს.

არც სომხურ და არც კათოლიკურ ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას არ დასწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მილოცვები გაავრცელეს.

"დღეს ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი მაცხოვრის აღდგომის დღეს ზეიმობს. ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვისთვისაც 5 აპრილი იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულია. აღდგომა საყოველთაო განახლების, სიცოცხლის დღესასწაულია და უდიდესი სიხარულია ყველა ქრისტიანისათვის. ვუერთდები ჩვენი თანამემამულეების ამ დიდ სიხარულს, ვუსურვებ მათ მშვიდობასა და წინსვლას",– ნათქვამია საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

მილოცვა გაავრცელა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმაც.

[თინათინ ზაზაძე, ნინო ნარიმანიშვილი,
ოთარ აწყურელი, ახალციხე]


22.06.2017 უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებმა აკადემიურ საბჭოს სამოქმედო გეგმები გააცნეს

21.06.2017 ახალციხეში შშმ პირთა მშობლები და სპეციალისტები გადამზადდებიან

21.06.2017 "ეტალონის" ფინალურ ტურში სამცხე–ჯავახეთიდან შვიდი მოსწავლე გადავიდა

20.06.2017 ქალაქ ახალციხის სკოლებიდან ბიოლოგიაში 6 მოსწავლე ჩაიჭრა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.06.2017 ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

21.06.2017 ახალციხის სამხატვრო სკოლის ნამუშევრები სვანეთის ფესტივალზე

21.06.2017 "ახალციხელობაზე" გასამართი ღონისძიებების განრიგი

21.06.2017 ახალციხეში 1–2 ივლისს ორთოპედიული კონსულტაციები ჩატარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ აღდგომა იზეიმა [Photo]

აღდგომა ახალციხის კათოლიკე ეკლესიაში [Photo]

კათოლიკე და სომეხთა სამოციქულო ეკლესიები  აღდგომას აღნიშნავენ
აღდგომის ღამე ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში [Photo]
აღდგომის ღამისთევა ამაღლების ტაძარში [Video]
დღეს კათოლიკები მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავენ
კათოლიკეები შობას აღნიშნავენ