სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობის ვადა ეწურება

მთავარისამართალი 05.04.2015
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 11 აპრილს პატიმრობის ვადა ეწურება, თუმცა, დღეს, 5 აპრილს გამართულ სხდომაზე დასკვნითი სიტყვების წაკითხვა ვერ მოხერხდა და პროცესი გადაიდო.

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობის ვადა ეწურება
გოგაშენში ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გენადი ი–ს საქმეზე დღეს, დაცვის მხარის მოწმე, ექსპერტი უნდა დაკითხულიყო და შემდეგ სასამართლოს მხარეების დასკვნითი სიტყვები მოესმინა, თუმცა, არც მოწმე დაკითხულა და არც საბოლოო სიტყვები წაუკითხავთ. სხდომა შვიდ აპრილამდე იმ მიზეზით გადაიდო, რომ ამ დღეს დაცვის მხარის ექსპერტი სასამართლოს ჩვენებას მისცემს.

„ჩვენი მოწმე წინა პროცესზე უნდა დაკითხულიყო, მაგრამ გულის შეტევა დაემართა და ეს ფიზიკურად ვერ მოხერხდა, ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუმჯობესდა და მომავალ სხდომაზე შეძლებს ჩვენების მიცემას“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპაიძე.

პროკურორისა და გარდაცვლილების ახლობლების თქმით, ეს დაცვის მხარის მხრიდან პროცესის გაჭიანურებას ემსახურება.
„ამხელა გზაზე ჩამოვდივართ და ასე განგებ იქცევიან“, – აცხადებენ გოგაშნელები.

ამას კატეგორიულად უარყოფს ადვოკატი და ამბობს, რომ შვიდ აპრილს მისი მოწმე გამოცხადდება, ამიშ შემდეგ მხარეები დასკვნით სიტყვას წაიკითხავენ და სასამართლო განაჩენს პატიმრობის ვადის ამოწურვამდე გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 10 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, წარსულში ნასამართლევმა გენადი ი.– მ, კარაბინის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით საყვარელ გოგონას, რომელიც ცოლად სხვას გაჰყვა, დედა და 8 თვის შვილი მოუკლა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


25.04.2018 საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა განაცხადის მიღება იწყება

24.04.2018 ახალციხეში 36 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცა

19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.04.2018 სად ვერ მოწევთ სიგარეტს პირველი მაისიდან

25.04.2018 აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო

24.04.2018 წინუბანში ოთხსულიან ოჯახს ღია ცისქვეშ დარჩენა ემუქრება

24.04.2018 საბარგო სადგურზე ახლადგაკეთებული ბორდიურები იშლება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობში რჩება
ახალციხის სასამართლო ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის სააპელაციოში გამამართლებელ განაჩენს ითხოვენ
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დებს დახურულ კარს მიღმა კითხავენ
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დების ოჯახებს პოლიცია იცავს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე ექსპერტი და გამომძიებელი დაკითხეს