FM97.5 / LIVE

გაზაფხულის თოვლი სამცხე-ჯავახეთში

მთავარისაზოგადოება 04.04.2015
დღეს, 4 აპრილს სამცხე-ჯავახეთში დილიდან თოვდა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ გაზაფხულზე თოვლი უნალექო ზამთრის შედეგია, სოფლის მეურნეობის სპეციალისტები შიშობენ, რომ გვიანი ნალექი და დაბალი ტემპერატურა ხეხილს დააზიანებს.

გაზაფხულის თოვლი სამცხე-ჯავახეთში

ახალციხეში თოვა გამთენიისა დაიწყო. დილით ადგილობრივებს ქალაქი გადათეთრებული დახვდათ.
დღეს დილიდან თოვლიანი ახალციხის ფოტოების სიჭარბეა სოციალურ ქსელებშიც.

„თვალებს არ ვუჯერებ“, „ათოვს აყვავებულ ტყემლებს“, „შარშანაც ამ დროს თოვდა“, „გავიღვიძე, ფარდა გადავწიე და...“ , - წერენ ადგილობრივები.

„ასეთი თოვლი ბორჯომში ზამთარშიც არ ყოფილა“, - დათოვლილი ბორჯომის ფოტოებს ავრცელებენ ბორჯომის მცხოვრებლებიც. ბორჯომსა და ბაკურიანში თოვდა გუშინაც.

მოსახლეობა ფიქრობს, რომ თოვლი გაზაფხულში უნალექო ზამთრის გამოძახილია.

სოფლის მეურნეობის სპეციალისტები ამბობენ, რომ მიუხედავად თოვლისა, თბილა და ამიტომ დღის განმავლობაში უკვე დაკვირტულ ხეხილს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, საფრთხე არსებობს ღამით, თუ ტემპერატურა დაიკლებს.

„ტემპერატურა მინუსებში არ გადასულა, თოვლი ხეებიდან მალე ჩამოდნა, ამიტომ აყვავებულ ხეებს ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, როგორც ვიცი, დღეს ღამე დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, ამან კი შეიძლება სერიოზული პრობლემა შეუქმნას ყვავილს“, – ამბობს სასოფლო – საკონსულტაციო სამსახურის დირექტორი გურამ ჯინჭველაძე.

მისივე თქმით, ყინვა აპრილის ბოლოს უფრო სახიფათოა, რადგან ამ პერიოდში ყვავილი თითქმის ყველა ხეს აქვს.

გაზაფხულის თოვლი სამცხე-ჯავახეთში

გაზაფხულის თოვლი სამცხე-ჯავახეთში

გაზაფხულის თოვლი სამცხე-ჯავახეთში

სტატიაში გამოყენებულია სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები
[მანანა სარაშვილი, ახალციხე]
[hide][/hide]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

20 მარტამდე თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი
16 თებერვლამდე სამცხე–ჯავახეთში ცივი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი
წვიმა და თოვლი – 5 დღის ამინდის პროგნოზი
სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
თოვლი სამცხე-ჯავახეთში [ფოტო]
ამაღამ ახალციხეში ძლიერი ყინვა იქნება
გაზაფხულის თოვლი [Photos]