FM97.5 / LIVE

თაღლითობის ფაქტზე ასპინძის რაიონში მცხოვრები მამაკაცი დააკავეს

მთავარისამართალი 02.04.2015
ასპინძაში თაღლითობის ბრალდებით სოფელ ხერთვისში მცხოვრები დავით. ჯ. დააკავეს. გამოძიება მას ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებას ედავება. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად 2–თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი ამ განჩინებას ასაჩივრებს.

თაღლითობის ფაქტზე ასპინძის რაიონში მცხოვრები მამაკაცი დააკავეს

როგორც ბრალდებულის ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი ამბობს, 2014 წლის იანვარში დავით ჯ.–მ სოფელ გოგაშენში მცხოვრებ ლერი თაქთაქიძისგან 300 სული ცხვარი და 12 ბატკანი წაიყვანა, სანაცვლოდ კი 60,000 ლარს დაჰპირდა: „ამ დროის განმავლობაში დავითმა მხოლოდ 500 აშშ დოლარი და 100 ლარი გადაიხადა, ეუბნებოდა, რომ დარჩენილ თანხას დროთა განმავლობაში აუცილებლად გადაუხდიდა. განაწყენებულმა ლერი თაქთაქიძემ მას უჩივლა და თანხის გადახდა ითხოვა“.

ამ საქმეზე ძიება 2015 წლის 2 მარტს, სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილით დაიწყო.

ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნულ ფაქტს აღიარებდა, პასუხისმგებლობას გრძნობდა და ამბობდა, რომ ამ თანხას აუცილებლად გადაუხდიდა. მიუხედავად ამისა, 2015 წლის 30 მარტს, დავით ჯ. დაკითხვაზე დაიბარეს, ბრალი წარუდგინეს და ორი თვიანი წინასწარი პატიმრობაც შეუფარდეს.

ნუგზარ სამარჯიშვილს მოსამართლის გადაწყვეტილება არ მოსწონს. იგი ფიქრობს, რომ დავითს პატიმრობა უსაფუძვლოდ შეუფარდეს: „პატიმრობის გამოყენება შეიძლება განსაკუთრებულ შემთხვევაში, ეს განსაკუთრებული შემთხვევა არ იყო. დღევანდელ საქართველოში ბანკების ვალი ყველას აქვს და ამისთვის ციხეში არ ზიან“.

ადვოკატმა დღეს, 2 აპრილს, სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა და იმედოვნებს, რომ დავითს აღკვეთის ღონისძიებას შეუცვლის.

[ვარლამ წიკლაური, ასპინძა]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
27 წლის მამაკაცს, მასთან მცხოვრები ქალის ქამრით ცემისთვის, პატიმრობა შეუფარდეს
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
სოფელ ნიჯგორში პოლიციელს  სცემეს
ყაჩაღობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე მოწმეები ვერ დაკითხეს
ადიგენის სატყეო უბნის  მცველს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს