FM97.5 / LIVE

ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის გოგონა ემსხვერპლა

მთავარისამართალი » შემთხვევა 02.04.2015
დღეს, 2 აპრილს, ადიგენში, სოფელ ფარეხის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის გოგონა ემსხვერპლა, 5 წლის ბავშვი კი დაშავდა.

ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის გოგონა ემსხვერპლა

შემთხვევა დაახლოებით, დილის 09:00 საათზე მოხდა. „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა მანქანის გზაზე შემხვედრ პირუტყვისგან აცილება სცადა, ამ დროს მოსრიალდა და ხეებს შეეჯახა.

შემთხვევის დროს ავტომობილში სამი მგზავრი იმყოფებოდა, მძღოლი, მისი 5 წლის შვილი და მეგობრის მეუღლე, 28 წლის გოგონა. გოგონა და მძღოლის შვილი უკანა სავარძელზე ისხდნენ, გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც კლინიკა „იმედში“ აცხადებენ, გოგონა კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 5 წლის მოზარდს ამ დრომდე გამოკვლევები უტარდება. მას თავის ქალის ტრამვა აქვს მიღებული. ექიმები ბავშვის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

ახლობლებმა გვითხრეს, რომ ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა კატარსტროფის მედიცინის ცენტრს ელოდებიან და ბავშვი თბილისში უნდა გადაიყვანონ.

„როგორც ექიმები გვეუბნებიან, არაფერი საგანგაშო არ არის“, – ამბობს 5 წლის ბავშვის ახლობელი ირინა ხეჩაშვილი.

„ბავშვი ვნახე და ძინავს, ახლა ჩამოვედი, დანარჩენი არაფერი ვიცი“, – გვითხრა ბავშვის დედამ.

სამივე მგზავრი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის მკვიდრია. ავტომანქანა უდიდან ახალციხის მიმართულებით მოძრაობდა.

„სამსახურში მოვდიოდი, თან ჩემი 5 წლის შვილი და ძმაკაცის მეუღლე მომყავდა. გზაზე საქონელი გადმომიხტა. ვცადე ამეცილებინა, გზა სველი იყო, მეტი არაფერი მახსოვს“, – ამბობს ავტომანქანის მძღოლი დავით მაისურაძე.

მაისურაძეს ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევები უტარდება. გარდაცვლილი კი პროზექტურაშია გადასვენებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276–ე მუხლით მიმდინარეობს. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. კლინიკაში ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2018 თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება

20.09.2018 ‘თავზე მაწვიმს’ – ახალდაბაში 80 წლის ქალი დახმარებას ითხოვს

20.09.2018 ‘მიწებს კარტოფილისთვის ვერ ვიყენებთ, რა დროს მარიხუანაა?!’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან

20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ვალეში ავარიისას გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე მძღოლი დააკავეს
ავარია ადიგენში - ერთი გარდაცვლილი, სამი დაშავებული
ავტოსაგზაო შემთხვევის შედაგად დაზარალებული გოგონა  თბილისში გადაჰყავთ
ადიგენში ავარიას 59 წლის კაცი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში – დაშავდა 18 წლის გოგონა
უდეში ავტოსაგზაო შემთხვევამ ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა
სოფელ ბოლაჯურში 9 წლის ბავშვი ავტომანქანამ გაიტანა