FM97.5 / LIVE

საქსტატი: 2014 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 4,8%–ით გაიზარდა

მთავარისაზოგადოება 01.04.2015
2014 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 4,8 პროცენტით გაიზარდა და 60 635 შეადგინა, მათ შორის 31 325 ბიჭი და 29 310 გოგო.

საქსტატი: 2014 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 4,8%–ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2008 წლიდან დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში გაიზარდა მესამე და მომდევნო შვილების წილი, პირველი შვილის წილი კი შემცირდა (მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით რაოდენობრივი მაჩვენებელი გაიზარდა), ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა.

ეს ტენდენცია 2014 წელსაც გაგრძელდა და წინა წელთან შედარებით პირველი შვილის პროცენტული წილი 1,8 პუნქტით შემცირდა, მესამე და მომდევნო შვილის წილი 1,7 პუნქტით გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილმა უმნიშვნელოდ – 0,1 პუნქტით – მოიმატა.

საქსტატი: 2014 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 4,8%–ით გაიზარდა 2014 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ შობილი ბავშვების წილი 42,6 პროცენტიდან 40,7 პროცენტამდე შემცირდა.

2014 წელს დედის საშუალო ასაკმა პირველი ბავშვის დაბადებისას 24,5 წელი შეადგინა.

ისევე, როგორც დაბადებამ, წინა წელთან შედარებით 2014 წელს გარდაცვალება 1,1 პროცენტით გაიზარდა და 49 087 შეადგინა.

საქსტატი: 2014 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 4,8%–ით გაიზარდა "გარდაცვალების რიცხოვნობის მატება აისახა გარდაცვლილთა სქესობრივ-ასაკობრივ სტუქტურაში. მატება დაფიქსირდა 70-74 წლის ასაკობრივ ჯგუფში, როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის. კლება განიცადა ქალების 65-69 წლის და 75 წლის ზემოთ ასაკობრივმა ჯგუფებმა, ხოლო მამაკაცებში – 60-69 და 75-79 წლის ასაკობრივმა ჯგუფებმა", – აცხადებენ საქსტატში.

საქსტატის ინფორმაციით, ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2014 წელს 9,5 პრომილე შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1,6 პუნქტით ნაკლებია. 5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი 1 000 ცოცხლად დაბადებულზე 2014 წელს 10,9 პრომილე იყო, ხოლო იგივე მაჩვენებელმა 2013 წელს 13,0 პრომილე შეადგინა.

2014 წელს ბუნებრივმა მატებამ (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის) წინა წელთან შედარებით 23,8 პროცენტით მოიმატა და 11 548 შეადგინა.

საქსტატი: 2014 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 4,8%–ით გაიზარდა

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

საქსტატი: საქართველოში შობადობის მაჩვენებელი შემცირდა
საქსტატი: 2015 წელს ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 2,3%–ით შემცირდა
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით  2015 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 0,7%–ით გაიზარდა
საქსტატი: 2014 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა შემცირდა
საქსტატი: განქორწინების რიცხვი ყველაზე მაღალი 1 წლამდე ხანგრძლივობის  ქორწინებაშია
2014 წელთან შედარებით, ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა
შსს:  2014 წელთან შედარებით, წელს, აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 2%–ით გაიზარდა