FM97.5 / LIVE

14 დღეა ახალციხელ ანაიდა ოგანესიანს უშედეგოდ ეძებენ

მთავარისამართალი » შემთხვევა 31.03.2015
ახალციხეში მცხოვრებ, 37 წლის ანაიდა ოგანესიანს, ოჯახის წევრები, ორი კვირაა უშედეგოდ ეძებენ. ვინ ნახა ბოლოს ქალბატონი და რატომ ფიქრობს დედა, რომ საქართველოდან წასული არ იქნება.

14 დღეა ახალციხელ ანაიდა ოგანესიანს უშედეგოდ ეძებენ
ანაიდა ოგანესიანს ოჯახი 14 დღეა ეძებს. ოგანესიანები ახალციხეში, რაბათის დასახლებაში, ათონელის 37 ა–ში ცხოვრობენ. დაკარგულის დედა მარეტა ოგანესიანი ამბობს, რომ ანაიდა სახლიდან 18 მარტს დილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. თავად ქალიშვილს ბოლოს 18 მარტს, დაახლოებით 17:00 საათისთვის ესაუბრა, თუმცა უჩვეულო არაფერი შეუნიშნავს. საღამოს რომ დააგვიანა, დაურეკა, მაგრამ ტელეფონი გამორთული აღმოჩნდა.

პოლიციას დახმარების თხოვნით 20 მარტს მიმართა: „ორი ღამე რომ არ მოვიდა, პოლიციაში წავედი და განვაცხადე. აქამდე ასე გაუფრთხილებლად არსად წასულა. ვერ ვხვდები სად უნდა წასულიყო“.

ქალბატონის გაუჩინარება უკვირთ მეზობლებს.

„გაოგნებული ვართ. ძალიან წყნარი ოჯახია. გოგონა მუშაობდა და იშვიათად ვხვდებოდით“, – ამბობს ათონელის ქუჩაზე მცხოვრები აღუნიკ შაინიანი.

ანაიდა ოგანესიანს 14 და 7 წლის შვილები ჰყავს, წლებია მეუღლე რუსეთშია. თავად დაახლოებით ორი წელია ახალციხის ბაზარში, სარეცხი საშუალებების განყოფილებაში მუშაობს.

დაკარგულის დედა ამბობს, რომ 18 მარტს, საღამოს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ანაიდა გიორგი მთაწმინდელის ქუჩაზე, ბიძასთან მივიდა: „ბიძამისისგან მალე წამოსულა, უთქვამს მეჩქარებაო. ჩემმა მაზლმა გამოაცილა და დაინახა როგორ ჩაჯდა ტაქსიში. მეტი არაფერი ვიცი“.

ანაიდა ოგანესიანი 18 მარტს მთელი დღის განმავლობაში რომ სამსახურში იყო, ამას მაღაზიის მეპატრონე მანუშაკ პეტროსიანიც ადასტურებს. მისი თქმით, თანამშრომლისთვის განსაკუთრებული არაფერი შეუნიშნავს, მას არც აღელვება ეტყობოდა: „18:00 საათზე ერთად გავედით სამსახურიდან. შევთავაზე სახლამდე წაგიყვან–მეთქი, მაგრამ უარი მითხრა, მეგობარი წამიყვანს ბიძაჩემთანო“.

დაკარგულის დედა ფიქრობს, რომ ანაიდას შესახებ ინფორმაცია ტაქსის მძღოლმა უნდა იცოდეს: „ის კი ამბობს, არაფერი ვიციო. ტაქსის შესახებ პოლიციასაც ვაცნობე. საქართველოს პასპორტი სახლში აქვს დატოვებული, ამიტომ მგონია, რომ საქართველოდან წასული არ იქნება“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიცია ამ დრომდე აგრძელებს დაკარგული ქალბატონის საძიებო ღონისძიებებს.
მარეტა ოგანესიანი ამ დროისთვის დაკარგული შვილის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, საცხოვრებლად მეორე ქალიშვილთან გადავიდა: „შვილმა მირჩია, ვიდრე ანაიდას ვიპოვით, მარტო არ დავრჩენილიყავი“.

ანაიდა ოგანესიანის დედა დახმარებას ითხოვს. იგი ამბობს, რომ იმ დღეს მის შვილს მუქი ლურჯი ქურთუკი, შავი შარვალი და შავი ფეხსაცმელები ეცვა. ნებისმიერ პირს, ვინც ანაიდა ოგანესიანი სადმე შენიშნა, დედასთან დაკავშირება შემდეგ ნომერზე შეუძლია: 599 911321

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

16.09.2019 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო

16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.09.2019 კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]

17.09.2019 სამი გოჭი და კეთილი მგელი – თოჯინების თეატრში ახალი სეზონი იწყება

17.09.2019 საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა დაბალია - NDI

17.09.2019 მოსახლეობის 65% გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა – NDI

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დაკარგული ანაიდა ოგანესიანის დედა პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს

ახალციხელ გივი ცხოვრებაშვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ
ახალციხეში მომხდარი ქურდობები ჯერ ისევ გაუხსნელია
დაკარგული ნინო გვასალიას დედა პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს
ახალციხეში 79 წლის ელენა აკოფიანი დაიკარგა
სოფელ წნისში დაკარგულ მამაკაცს მაშველები მეოთხე დღეა ეძებენ
ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე  ბინა გაქურდეს