FM97.5 / LIVE

'სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' რიტუალების სახლს გასცდა

მთავარიეკონომიკა 31.03.2015
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის 35 სოფელში პრიორიტეტები უკვე გამოიკვეთა. 9 სოფელში კი კრება თავიდან უნდა ჩატარდეს.

'სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' რიტუალების სახლს გასცდა

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ პრიორიტეტებში, რიტუალების სახლი ისევ მოხვდა, თუმცა, არა იმდენი, როგორც ეს გასულ წლებში იყო. იმ 35 სოფლიდან, სადაც პრიორიტეტები უკვე გარკვეულია, რიტუალების სახლს 5 სოფელში გააკეთებენ. ეს სოფლებია: თისელი, წირა, მიქელწმინდა, ორალი და ტყემლანა.

სასმელი და სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება 18 სოფელში: გურკელში, წინუბნში, საყუნეთში, გიორგიწმინდაში, წნისში, კლდეში, ბოგაში, ტატანისში, ანდაში, ელიაწმინდაში, ჭვინთაში, წყრუთში, ყულალისში, ანდრიაწმინდაში, ღრელში, ხაკში, წყორძასა და მუსხში.

ორ სოფელში: ჯულღასა და წინუბანში, წელს თანხას გზის რეაბილიტაციას მოახმარენ. წინუბანსა და აბათხევში მოწესრიგდება სანიაღვრე არხებიც.

სოფელ ბოგაში სასმელი წყლის რებილიტაციასთან ერთად, მოსახლეობა რიტუალების სახლისთვის მაცივარს შეიძენს. ანში სამედიცინო პუნქტის მშენებლობა იგეგმება, ნაოხრებში გარე განათება გაკეთდება, ივლიტაში კი გაბიონის კედელი გაკეთდება და კლუბის ერთი ოთახი გარემონტდება.
სხვილისში კულტურის სახლის შენობის ფანჯრები გამოიცვლება, დარჩენილი თანხით კი შესაძლებელია სკვერის რეაბილიტაცია დაიწყოს.

„როგორც მოსახლეობას სურს, დარჩენილი თანხით სკვერის რეაბილიტაციას ვერ დავიწყებთ, ამისთვის გაცილებით დიდი თანხაა საჭირო. ჯერ მოვამზადოთ სკვერის პროექტი და მერე გადავწყვიტოთ როგორ მოვიქცეთ“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.
დიდ პამაჯში წყლის გამანაწილებელის და კლუბის რეაბილიტაცია იგეგმება, საძელში თანხის ძირითადი ნაწილი საბავშვო ბაღის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება, ნაწილი კი სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისთვის.

მინაძის და ჭაჭარაქის მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ თანხა გააერთიანონ და საბავშო ბაღი აღადგინონ, ხეოთში კი სასაფლოს ხიდის რებილიტაცია იგეგმება. ამავე სოფელში აღდგება ეგრეთ წოდებული მთის სახლი.

ამ ეტაპზე უცნობია რისი გაკეთება იგეგმება: ვალეში, სოფელ აწყურში, აგარაში, მუგარეთში, ზიკილიაში, წნისში, ზემო სხვილისში, ახალშენსა და ურაველში. აღნიშნულ სოფლებში რამდენიმე პრიორიტეტია გამოკვეთილი, თუმცა მოსახლოება ჯერ – ჯერობით საბოლოო პრიორიტეტზე ვერ თანხმდება, ამიტომ გადაწყვეტილების მისაღებად კრება ისევ ჩატარდება.

იმ სოფლებში, სადაც უკვე გამოიკვეთა პრიორიტეტი, პროექტების შესადგენად ტენდერები რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის 650. 590. 00 ლარი გამოიყო.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

უცვლელი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები ასპინძაში [ინფოგრაფიკა]
‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამა’ ახალ ეტაპზე გადავიდა
რაში დაიხარჯება 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფული ადიგენის მუნიციპალიტეტში?
ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების სოფლებში პრიორიტეტები შეარჩიეს
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასპინძაში ინდმეწარმე დაჯარიმდა
ასპინძაში ოთხი სოფლის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება
ასპინძაში ‘სოფლის მხარდაჭერის’ ფული ისევ  'ქელეხებისთვის' დაიხარჯება