FM97.5 / LIVE

ახალქალაქის პოლიციის თანამშრომელმა ავარიით მოქალაქე იმსხვერპლა

მთავარისამართალი » შემთხვევა 31.03.2015
ახალქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის თანამშრომელი მერუჟან აბრამიანი ემსხვერპლა. აბრამიანს ახალქალაქის პოლიციის თანამშრომელი დაეჯახა.

ახალქალაქის პოლიციის თანამშრომელმა ავარიით მოქალაქე იმსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალქალაქის გზატკეცილზე, გზის სავალი ნაწილიდან მოშორებით, 27 მარტს მოხდა. სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების განცხადებით, აბრამიანს მანქანა გაუფუჭდა და გზიდან გადააყენა.

„თავად გზის მეორე მხარეს მანქანის ნაწილის საყიდლად გადავიდა, ამ დროს კი პოლიციის თანამშრომელმა, გამომძიებელმა ბურჯანაძემ საკუთარი მანქანით დაარტყა. მერუჟანი ადგილზე გარდაიცვალა“, – ამბობს პროფესორი როინ ყავრელიშვილი.

მომხდარს თვითმხილველებიც ჰყავს. შემთხვევის დროს აბრამიანის მანქანაში მისი თანამშრომლები და მეუღლე ისხდნენ.

„ბურჯანაძე პოლიციას მაშინვე ჩაბარდა“, – ამბობს ყავრელიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 27 მარტს ახალქალაქის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. კითხვები პოლიციის თანამშრომელ ბურჯანაძესთან დაკავშირებით, სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა.

მერუჟან აბრამიანი 1976 წლიდან 2007 წლამდე ახალქალაქის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის დირექტორი იყო. 2002– 2007 წლებში ჯავახეთის ფილიალის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 2007 წლიდან 2012 წლამდე ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კოლეჯის ხელმძღვანელი იყო, 2012 წლიდან დღემდე სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.

მერუჟან აბრამიანს მშობლიურ სოფელში, ბარალეთში, დღეს დაკრძალავენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძა–ახალქალაქის გზაზე მომხდარ ავარიას დაშავებულები არ ჰყავს [Photo]
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
ახალქალაქის კოლეჯი რეორგანიზაციის მოლოდინში
ასპინძა–ახალქალაქის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა
დავით ბაქრაძე ახალციხესა და ნინოწმიდაში კანდიდატებს წარადგენს
ასპინძა-ახალქალაქის გზაზე ტრაილერის გადაბრუნების შედეგად 40 წლამდე კაცი დაშავდა