FM97.5 / LIVE

ახალციხეში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს

მთავარისაზოგადოება 23.03.2015
„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ – დღეს, 23 მარტს სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუნის სინდრომის შესახებ, ცნობადობის ამაღლების მიზნით, ღონისძიება გაიმართა.

ახალციხეში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
ღონისძიება ფონდ "საერთაშორისო განათლების ცენტრის", სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების, სტუდენტური თვითმმართველობისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სტუდენტური ინტერნეტ გაზეთ Jav.ge –ის მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრა სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული პრეზენტაციით დაიწყო. ახალგაზრდებმა შეკრებილ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, თუ რა არის დაუნის სინდრომი, რა იწვევს და როგორი დამახასიათებელი თვისებები აქვს მას, ასევე, როგორ შეიძლება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაცია. სტუდენტებმა დაუნის სინდრომის შესახებ არსებულ მითებზეც ისაუბრეს.

„დღეს ჩვენ დაუნის სინდრომის შესახებ არსებული მითები და რეალობა განვასხვავეთ ერთმანეთისგან“ – ამბობს სტუდენტი ნანა მიქელაძე.

დაუნის სინდრომის დიაგნოსტიკასა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების სწავლების მეთოდიკაზე განათლების ჰუმანიტარულ და სოციალურ – მეცნიერებათა დეკანმა და ფსიქოლოგმა გულიკო ბექაურმა ისაუბრა. მისი თქმით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე წელს ყველაზე აქტიურად აღინიშნა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ადამიანებმა გაინაწილეს ტკივილი და გადაწყვიტეს საზოგადოების ამ ნაწილს მეტი ყურადღება მიაქციონ.

„აღმოჩნდა რომ ეს პრობლემა ყველას სატკივარი ყოფილა. პირველ რიგიში რაც ძალიან მნიშვნელოვანია უნდა მოხდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში, განათლება. თუმცა, მანამდე კარგად უნდა გაიმიჯნოს და შეფასდეს რა პათოლოგია აქვს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს. როგორც ვიცით ხშირად მათ სმენის, მეტყველების, მხედველობის პრობლემა აქვთ, ამიტომ ამის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს მათთვის შესაბამისი განათლების მიღება“, – ამბობს გულიკო ბექაური.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა მხატვრული ფილმის ჩვენება "მერვე დღე", რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ბიჭის თავგადასავალს ეხებოდა.

„მე ვირჩევ თანასწორობას, დაცულ უფლებებს და ოჯახის თანადგომას!“ – ეს წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის მთავარი სლოგანია.

ამ დღეს 21 მარტს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ და კიდევ ერთხელ ახსენებენ საზოგადოებას, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ განათლების, შრომისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის უფლება.

ადამიანების უმეტესობას თითოეულ უჯრედში 46 ქრომოსომა აქვს. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს კი ერთით მეტი – 47. სწორედ ამ ქრომოსომების ზედმეტი რაოდენობა იწვევს დაუნის სინდრომს.

მთელს მსოფლიოში საშუალოდ ყოველი 800 ბავშვიდან ერთს დაუნის სინდრომი აქვს.

ახალციხეში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს

ახალციხეში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში დაუნის სინდრომის მქონეთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
პრეზენტაცია და აქცია – ახალგაზრდები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
დაუნის სინდრომის შესახებ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეში
ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს  უპასუხოდ არ დატოვოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ხმა
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა