FM97.5 / LIVE

დღის კითხვა: უნდა ჰქონდეს თუ არა უნივერსიტეტს სტუდენტთა საცხოვრებელი [Video]

მთავარიSK TV » დღის კითხვა 19.03.2015
სად და როგორ ცხოვრობენ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ის სტუდენტები, ვინც ახალციხიდან არ არის და უნდა ჰქონდეს თუ არა უნივერსიტეტს სტუდენტთა საცხოვრებელი – "სამხრეთის კარიბჭემ" სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოკითხა.



სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1400 სტუდენტი სწავლობს, მათი დიდი ნაწილი რეგიონის სხვადასხვა სოფელში ცხოვრობს. ახალციხეში სასწავლებლად ჩამოსულ სტუდენტთა ნაწილი ბინას ქირაობს, ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლები კი სასაწავლებელში საქალაქთაშორისო ტრანსპორტს დაჰყვებიან.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია წლებია ცდილობს სასწავლებლის სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი ააშენოს. ადგილი,სადაც პატარა სტუდენტური ქალაქის გაკეთება შეიძლება, ახალციხეში არსებობს კიდეც. თუმცა, რადგან მერიის ბალანსზე არ არის, ეს საკითხი დროში ჭიანურდება.

უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელზე 11 მარტს, ახალციხეში სტუმრობისას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემაც ისაუბრა. "ჩვენ ამ ბოლოს ვმუშაობთ იმაზე, რომ რეგიონულ უნივერსიტეტებს ჰქონდეთ საერთო საცხოვრებლები. ეს დაეხმარება მათ სტუდენტების მოზიდვაში", – განაცხადა მინისტრმა "სამხრეთის კარიბჭესთან" ინტერვიუში.

უნივერსიტეტისთვის საერთო საცხოვრებლის ასაშენებლი ტერიტორიის გამოყოფაზე საუბრობს ახალციხის მერიც."სამხრეთის კარიბჭესთან" საუბარში ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ განაცხადა, რომ ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე პატარა ქალაქის გაშენებას გეგმავს, სადაც იქნება სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელიც. ამისათვის, საჭირო ტერიტორია უნივერსიტეტს გადაეცემა.

სად და როგორ ცხოვრობენ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ის სტუდენტები, ვინც ახალციხიდან არ არის და უნდა ჰქონდეს თუ არა უნივერსიტეტს სტუდენტთა საცხოვრებელი – "სამხრეთის კარიბჭემ" სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოკითხა.

[თინათინ ზაზაძე, ოთარ აწყურელი, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 სახალხო დამცველი საკარანტინო ზონებში ვითარების შესწავლას იწყებს

06.04.2020 სამცხე–ჯავახეთში აგრარული ბაზრები მომხმარებლებისთვის ღიაა

06.04.2020 ‘მიწა უნდა დავამუშავო და სახლიდან ვერ გავდივარ, 73 წლის ვარ’ - ახალციხელი ფერმერი

06.04.2020 ახალციხეში, საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათიდან პირს ფული მოუხსნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი გაიხსნა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს ახალქალაქში საერთო საცხოვრებელი ექნება
როდის მოეწყობა ახალქალაქში სტუდენტური საცხოვრებელი?
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი დატოვა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს 200 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი სჭირდება
ახალციხის მერის უხვი დაპირებები უნივერსიტეტს