FM97.5 / LIVE

ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა

მთავარისაზოგადოება 18.03.2015
ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი, „ჩემი თავისუფალი დრო“, მოეწყო.

ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა

ახალგაზრდული ფესტივალი ახალციხის ახალგაზრდული ცენტრმა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ჩაატარა. მასში სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით პარტნიორი სამოქალაქო კლუბების წევრები მონაწილეობდნენ.

„გვინდა, რომ ჩვენი პროექტის ფარგლებში უფრო გაიზარდოს სამოქალაქო აქტივობებში ახალგაზრდების მონაწილეობა. მხარი დავუჭიროთ, რომ მათ თავისუფალი დრო დახარჯონ ისეთი საქმეების კეთებაში, რომელიც ხელს შეუწყობს აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას“, – ამბობს რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის მენეჯერი თამარ ფრუიძე.

ერთდღიანი ფესტივალი, სამოქალაქო კლუბის წევრების მონაწილეობით, ცენტრალური პარკიდან უნივერსიტეტის მეორე კორპუსამდე მსვლელობით გაიხსნა. შემდეგ კი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ მომზადებული ვიდეო რგოლების ჩვენება და საკონკურსო ნახატების პრეზენტაცია გაიმართა.

„სამოქალაქო კლუბის წევრებს ჰქონდათ დავალება წარმოედგინათ ორი საკონკურსო ნამუშავერი ნახატისა და ვიდეო–რგოლის სახით. სულ წარმოდგენილი იყო 12 სკოლის 54 ნახატი და 12 ვიდეო–რგოლი“, – განმარტავს ახალციხის ახალგზარდული ცენტრის ხელმძღვანელი მაკა სუდაძე.

კონკურსში სამ–სამი გამარჯვებული სპეციალურად მიწვეულმა ჟიურის წევრებმა გამოავლინეს. სამოქალაქო კლუბის წევრებსა და კონკურსის გამარჯვებულებს სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

„ორივე ნომინაციაში გავიმარჯვე, ნახატების კონკურსში წარმოდგენილი მქონდა სოფლად და ქალაქად მცხოვრები ბავშვების ცხოვრება, როგორ ატარებენ ისინი თავისუფალ დროს, ვიდო–რგოლში კი ვაჩვენე როგორ ვატარებ ჩემს თავისუფალ დროს სოფელში“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსის საჯარო სკოლის მოსწავლე რიტა გოგოლაური.

ფესტივალის დასასრულს უნივერსიტეტის ეზოში ფლეშ–მობი მოეწყო.

ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება
ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა
სამოქალაქო კლუბებმა ახალგაზრდული ბანაკის შედეგები შეაჯამეს
ფესტივალი „მრავალკულტურული საქართველო“ სოფელ ვაჩიანში
ახალციხის სკოლებმა სოფელ ხულგუმოს სამოქალაქო კლუბს უმასპინძლეს
ხვალ ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება
ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა