FM97.5 / LIVE

პრემიერი – უსამართლობაა, როდესაც სპეცრაზმელს დააბრალებ იმას, რაც მას არ დაუგეგმავს

მთავარიპოლიტიკა 17.03.2015
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უსამართლობაა, დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რომ მან რაღაც დავალება შეასრულა; უკანონო დავალებაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელი უნდა იყოს.

პრემიერი – უსამართლობაა, როდესაც სპეცრაზმელს დააბრალებ იმას, რაც მას არ დაუგეგმავს

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაბა ასპინძაში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველო გახსნაზე შეკრებილ პოლიციელებს და სპეცრაზმელებს განუცხადა.

პრემიერმა პოლიციელების საპასუხისმგებლო საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ: „თქვენ 24 სააათის განმავლობაში დგახართ ჩვენი სახელმწიფოს სადარაჯოზე და მე ამისთვის მადლობას გიხდით, როგორც მთავრობის მეთაური და როგორც რიგითი მოქალაქე. თქვენ გაქვთ განსაკუთრებული სამსახური და ამას ხელისუფლების მხრიდან სათანადო დაფასება სჭირდება“.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ასპინძაში ამ ბაზის მშნებელობა მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს დაიგეგმა: "სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ერთადერთი რეგიონი, სადაც არ იყო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო, იყო სამცხე-ჯავახეთი, ჩემდა გასაკვირად, სამწუხაროდ, ამ რეგიონს ალბათ არ ექცეოდა სათანადო ყურადღება. მაშინ, ჩემი დავალებით დავიწყეთ ამ ბაზის გარემონტება, აღჭურვა და დღეს წარმოდგენილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბაზა, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შენობა".

პრემიერი მიიჩნევს, რომ ხშირად, სპეცრაზმელის და პოლიციელის საქმიანობას მოქალაქეები და პოლიტიკოსები სათანადოდ ვერ აფასებენ და მათი მისამართით გაუგებარი ბრალდებები ისმის, რაც დიდი უსამართლობაა.

„უსამართლობაა, როდესაც სპეცრაზმელს დააბრალებ იმას, რაც მას არ დაუგეგმავს, არ გაუფიქრებია და ორგანიზება არ გაუკეთებია. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის გმირები, რადგან ტყვიაზე მიდიხართ და საკუთარ სიცოცხლეს წირავთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. უსამართლობაა, დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რომ მან რაღაც ღონისძიება შეასრულა. თქვენ ხშირად არ გაქვთ ინფორმაცია, რა დავალებას ასრულებთ და პასუხისმგებელია ის ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ გაძლევთ ამა თუ იმ დავალებას. ვისურვებდი, უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს ყველამ, როდესაც საქმე ეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, სპეცრაზმელებთან ურთიერთობას, ვინაიდან თქვენ, ჯარისკაცები, ხართ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები და ვალდებული ვართ, დაგიცვათ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიციელი, სპეცსამსახურის თანამშრომელი არის ის ადამიანი, რომელიც მთელი თავისი შეგნებით ემსახურება ქვეყანას და ხელისუფლების პრიორიტეტია, კიდევ უფრო გაიზარდოს და გაღრმავდეს ნდობა პოლიციას და საზოგადოებას შორის.

„ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რაიმე ფორმით მოხდეს თქვენი სახელის დისკრედიტაცია და უსამართლო ბრალდებებით შემოტევა თქვენი მისამართით. თქვენ გყავთ გულწრფელი მხარდამჭერი ჩემი სახით, მინისტრის სახით. მინდა იყოთ დარწმუნებული, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი საქმე იყოს უფრო მეტად დაფასებული ამ ქვეყანაში. თქვენ 24 საათის განმავლობაში წარმოუდგენელ საქმიანობას ეწევით. დარწმუნებული ვარ, თქვენ ღირსეულად დაიცავთ ამ რეგიონის მოსახლეობას და ამაყი ვარ“, - მიმართა პრემიერმა პოლიციას.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო გაიხსნა
ირაკლი ღარიბაშვილი: '26 მაისი ერთ–ერთი ყველაზე დიდი თარიღია საქართველოს ისტორიაში'
ირაკლი ღარიბაშვილი მოხის მოვლენებზე: ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია
პრემიერი იმ ჟურნალისტებს დააჯილდოვებს, რომლებიც 13 ივნისს ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობდნენ
გიორგი გახარია 'ნაციონალებს' - მე არსად წასვლას არ ვაპირებ, თქვენ დაგასრულებთ
‘აქ რელიგიური ტურიზმი უნდა განვითარდეს’ – ზურაბიშვილი ახალციხეში ამომრჩევლებს ხვდება
პრემიერი გუბერნატორებს: 'მზად უნდა იყოთ რამდენიმე კრიტიკული ფუნქციის შესასრულებლად'