FM97.5 / LIVE

ბესო ენდელაძის საქმეს პროკურატურა უზენაესში ასაჩივრებს

მთავარისამართალი 17.03.2015
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში მსჯავრდებულ ალექსანდრე ბაღდოშვილის საქმეს პროკურატურა უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს. ბრალმდებელი ბრალის დამძიმებას ითხოვს.

ბესო ენდელაძის საქმეს პროკურატურა უზენაესში ასაჩივრებს

პროკურორი კახა ლეკიშვილი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლას ითხოვს.

ბაღდოშვილი პირველი ინსტანციის, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მსჯავრდებულად სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით სცნო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს. თუმცა, პროკურატურა მას ბრალს ამავე მუხლის მე-6 ნაწილით სდებდა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას ნასვამ მდგომარეობაში გულისხმობს.

მსჯავრდებულის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, საქმეში მხოლოდ მოწმეების ჩვენებით დასტურდება. ეს კი არც პირველი და არც მეორე ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა. სწორედ ამას ასაჩივრებს პროკურატურა.

შეგახსენებთ, რომ ხევაშენის მკვიდრი, 23 წლის ბესო ენდელაძე, 2013 წლის 16 დეკემბრის ღამეს სოფელ ვარხანში უგონო მდგომარეობაში, სისხლის გუბეში ნახეს. იგი უგონო მდგომარეობაში 47 დღე იყო. ოჯახის წევრები და ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ ბესო მოკლეს, თუმცა საქმის ძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობდა, რაც მთვრალ მდგომარეობაში ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს. სასამართლომ საქმეში მსჯავრდებულად ალექსანდრე ბაღდოშვილი სცნო და მას თავისუფლება 5 წლითა და 6 თვის ვადით აღეკვეთა, ასევე, ჩამოერთვა ტრანსპორტის მართვის უფლება 2 წლით.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულს 5–წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე ოჯახი ხელახალ გამოძიებას ითხოვს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე პროკურორმა საბოლოო სიტყვა წაიკითხა
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულად კიდევ ერთ პირი ცნეს
რას პასუხობს მთავარი პროკურატურა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე მოწმეები აღარ დაიკითხებიან
რატომ მიმართა სასამართლოს ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის დედამ