FM97.5 / LIVE

'კარტოფილი შემოგვაქვს საქართველოში, რაც არის სირცხვილი', - პრემიერმა ახალციხეში რეგიონის განვითარების გეგმა წარადგინა

მთავარიპოლიტიკა 16.03.2015
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალციხეში , სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, პროექტის „ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გამართა. მთელი შეხვედრის განმავლობაში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან პრემიერს ელოდა 10 ადგილობრივი, თუმცა, პრემიერმა შენობა ისე დატოვა, მათ არ შეხვედრია.

'კარტოფილი შემოგვაქვს საქართველოში, რაც არის სირცხვილი', - პრემიერმა ახალციხეში რეგიონის განვითარების გეგმა წარადგინა

პრეზენტაციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა დაეხმაროს რეგიონებს განვითარებაში: „ჩემი დავალებით რამდენიმე სამინისტრო თვეების განმავლობაში მუშაობდა ამ პროექტზე. სრულად შევისწავლეთ რეგიონებში არსებული პოტენციალი. მიმაჩნია, რომ ვართ მზად განვავითაროთ რეგიონები“.

პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა მაქსიმალურად დაეხმარება მეწარმეებს ბიზნესის განვითარებაში: „დღეს გამოიკვეთა, რომ ადგილზე არიან მეწარმეები, რომლებსაც აქვთ განვითარების საშუალება, ჩვენ ამაში დავეხმარებით. ასევე ძალიან ბევრი საწარმო დაკეტილია, რომლის აღდგენა და განვითარება შესაძლებელია. გამოიკვეთა, რომ კარტოფილი შემოგვაქვს საქართველოში, რაც არის სირცხვილი. ჩვენი მთავარი დევიზია რეგიონი გავხადოთ ძლიერი და ვაწარმოოთ ადგილობრივი პროდუქცია“.

'კარტოფილი შემოგვაქვს საქართველოში, რაც არის სირცხვილი', - პრემიერმა ახალციხეში რეგიონის განვითარების გეგმა წარადგინა პრემიერ–მინისტრმა ბიზნესმენებს პროექტში ჩართვისკენ მოუწოდა: „მე იმედი მაქვს, რომ ამ პროექტში ჩაერთვებიან ბიზნესმენები. მზად ვართ ნებისმიერი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, იქნება ეს ნაწილობრივი დაფინანსება თუ სხვა, ასევე ქონების გადაცემა სიმბოლურ ფასად. ანუ ის, რაც გაწერილია პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა მინისტრები.

„საქართველო ძალიან მდიდარია თავისი რესურსებით და ეს რესურსები მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული. მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიზნესს განვითარებისთვის. ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს პროექტები განხორციელდეს“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, მნიშვნელოვანია რომ შედგა პირდაპირი ინტერაქცია ხელისუფლებასა და ბიზნესმენებს შორის: „ასევე ძალიან კარგია, რომ აქ იყო ბიზნესმენებს შორის კომუნიკაცია და ახალი იდეები დაიბადა“.

'კარტოფილი შემოგვაქვს საქართველოში, რაც არის სირცხვილი', - პრემიერმა ახალციხეში რეგიონის განვითარების გეგმა წარადგინა შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები.

„ბევრს ჰქონდა კომუნიკაციის პრობლემა. არაქართველ მოსახლეობას კი არ აქვს ინფორმაცია იმ ეკონომიკურ პროგრამებზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოში“, – ამბობს კომპანია „მესხური ბრენდის“ დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე.

„ვისოლ ჯგუფის“ ბიზნეს–გეოგრაფია საკმაოდ ფართოა, ჩვენ რეგიონებში ვართ გასული და ბუნებრივია ასეთი ტიპის შეხვედრები ძალიან კარგია. ჩვენ განვიხილავთ ამ შემოთავაზებებს და არ გამოვრიცხავთ, რომ გავზარდოთ ინვესტიციები ამ რეგიონში“, – განაცხადა „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.

'კარტოფილი შემოგვაქვს საქართველოში, რაც არის სირცხვილი', - პრემიერმა ახალციხეში რეგიონის განვითარების გეგმა წარადგინა მთელი შეხვედრის განმავლობაში, პრემიერთან შეხვედრის იმედით სამხარე ადმინისტრაციის შენობასთან იცდიდა 10–მდე მოქალაქე. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა მინისტრებმაც, ისე დატოვეს შეხვედრა, მათ არ შეხვედრიან.

როგორც შეკრებილებმა „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, ისინი პრემიერთან თავიანთ პრობლემებზე აპირებდნენ საუბარს. მათ შორის იყო ქალბატონი ახალქალაქიდან, რომელმაც განაცხადა რომ პრემიერთან შეხვედრის იმედით ახალქალაქიდან ახალციხეში სპეციალურად ჩამოვიდა.


'კარტოფილი შემოგვაქვს საქართველოში, რაც არის სირცხვილი', - პრემიერმა ახალციხეში რეგიონის განვითარების გეგმა წარადგინა პრეზენტაციის შემდეგ, პრემიერ მინისტრს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპისკოპოსმა, მეუფე თეოდორემ უმასპინძლა. მეუფემ პრემიერს ღვთისმშობლის ხატი, ხოლო პრემიერის მეუღლეს მონაზვნების ხელნაკეთი ჩანთა უსახსოვრა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

მთავრობა რეგიონებში პროექტების სუბსიდირებას აპირებს
პრემიერმა რეგიონების განვითარების გეგმის წარდგენა სამცხე–ჯავახეთიდან დაიწყო [Video]
პრემიერის დავალებები რეგიონულ წარმომადგენლებს [video]
თურქეთის დელეგაცია რეგიონის ფერმერებსა და ბიზნესმენებს შეხვდა
სამცხე–ჯავახეთს მინისტრთა კაბინეტი სტუმრობს
‘უმასპინძლე საქართველოში’ – ახალი სამთავრობო პროგრამა
მთავრობა მუშაობას ძველი შემადგენლობით განაგრძობს