სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეს ერთი საქმე გამოეყო

მთავარისამართალი 13.03.2015
ადიგენში, სოფელ ყარათუბანში მომხდარი, სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეს ერთი საქმე გამოეყო. სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო მკვლელობამდე მომხდარი ჩხუბის ფაქტს იძიებს.

სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეს ერთი საქმე გამოეყო

ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში დაუდასტურეს. მანამდე, კი აღნიშნულის შესახებ, 10 მარტს, სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის დავით კუბლაშვილის სასამართლო პროცესზე, სამხარეო მთავარი სამმართველოს გამომძიებელმა გიორგი ფარცახაშვილმა ჩვენების მიცემისას განაცხადა.

ადვოკატების კითხვაზე, დაინტერესდა თუ არა გამოძიება, რატომ ჰქონდა სხეულზე დაზიანებები დაკავებისას ბრალდებულს, ფარცახაშვილმა უპასუხა, რომ ამას სამმართველო ჯერ კიდევ იძიებს.

2014 წლის 28 აგვისტოს, დაბა ადიგენში, ყარათუბანში მცხოვრებლებს შორის ჩხუბი მოხდა. გამოძიება სწორედ ამ ფაქტზე, სსკ–ის 125–ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, სამი ახალგაზრდა: ვაჟა ნარიმანიშვილი, გიორგი სირბილაძე და ბორის სირბილაძე 2014 წლის, 28 აგვისტოს, მარიამობის ღამეს, მოკლეს. ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმა, ბექა სირბილაძე კი ფეხისა და გულ–მკერდის არეში დაჭრეს. მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

15.02.2018 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

14.02.2018 2018 წელს ასპინძის ექვს სკოლაში საპირფარეშოებს გაარემონტებენ

13.02.2018 სოფელ დვირში საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

15.02.2018 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

15.02.2018 ახალციხეს ის გერბი ექნება, რომელიც მუნიციპალიტეტს გაყოფამდე ჰქონდა

15.02.2018 ბაკურიანი 'სკი კროსში' საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს სახელმწიფო ადვოკატიც დაიცავს
სამი პირის მკვლელობაში ბრალდებულის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
სამი პირის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს განაჩენს გამოუტანენ
სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა
სამი ახალგაზრდა ყარათუბანში სანადირო თოფითა და ვაზნებით მოკლეს
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე მოწმეები ვერ დაკითხეს