FM97.5 / LIVE

დღის კითხვა: რატომ აშინებთ პედაგოგებს შეფასების ახალი სქემა [Video]

მთავარიდღის კითხვა, ვიდეო 12.03.2015
რა აშინებთ მასწავლებელთა შეფასების სქემაში პედაგოგებს ყველაზე მეტად, რატომ არ მოსწონთ სქემა და რატომ უჩნდებათ კითხვები შეფასების სისტემის მისამართით.



მასწავლებლის შეფასების ახალი სქემა შემუშავებულია. თეორიული ცოდნის გარდა ამიერიდან მასწავლებლის პრაქტიკულ საქმიანობასაც შეაფასებენ. პრაქტიკოსი, წარჩინებული, მკვლევარი და მენტორი – ის ოთხი საფეხურია, რომელიც საჯარო სკოლის პედაგოგებმა კარიერული ზრდის პროცესში უნდა გაიარონ. შესაბამისად, განისაზღვრება ხელფასიც.

მასწავლებელმა შიდა და გარე შეფასება უნდა გაიაროს. შიდა შეფასება სკოლაში გაკვეთილზე დაკვირვებას გულისხმობს. დაკვირვება სკოლაში შექმნილმა მონიტორინგის ჯგუფმა უნდა აწარმოოს.

ახალი სქემის პრეზენტაცია ახალციხეში ორი დღის წინ შედგა. მასწავლებლებს სქემა განათლების მინისტრმა გააცნო.

„სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, რა აშინებთ ახალ სქემაში მასწავლებლებს ყველაზე მეტად.

როგორც გამოკითხვამ აჩვენა, ყველაზე მეტად პედაგოგებს შემფასებელთა ვინაობა, კვალიფიკაცია და ობიექტურობა–არაობიექტურობა აღელვებთ. გაცილებით შიშით ელოდებიან სქემის ამოქმედებას არაქართულენოვან სკოლაში, სადაც სერტიფიცირებული პედაგოგები არ ჰყავთ. მასწავლებელთა უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ კვალიფიკაციას ყურადღება აღარ ექცევა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

09.11.2019 ფილმმა 'და ჩვენ ვიცეკვეთ' მინსკის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო

08.11.2019 თბილისში ფილმის ‘და ჩვენ ვიცეკვეთ’ ჩვენება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

08.11.2019 ვინ იქნება სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მასწავლებელთა შეფასების სქემა განიხილეს
განათლების მინისტრმა სამცხე–ჯავახეთში პედაგოგებს მასწავლებელთა შეფასების სქემა გააცნო
განათლების მინისტრმა ახალციხელ პედაგოგებს სისტემაში დაგეგმილი ცვილებები გააცნო
მასწავლებელთა შეფასების სქემა აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე ითარგმნა
სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო
შეიქმნა მასწავლებელთა შეფასების სქემის გზამკვლევი
განათლების მინისტრის მოადგილე ბორჯომელ პედაგოგებს შეხვდა