FM97.5 / LIVE

თითქმის პარალიზებული ავტოსადგური და ათობით სამარშრუტო ტაქსი ახალციხის ციხისკენ

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 08.09.2012
დღეს დილიდან ახალციხის ავტოსადურიდან თითქმის არცერთი მიმართულებით რეისი არ სრულდება. აქ მხოლოდ რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიმბოლიკებით მორთული, სამარშრუტო ტაქსები დგას

თითქმის პარალიზებული ავტოსადგური და ათობით სამარშრუტო ტაქსი ახალციხის ციხისკენ

”ხვალიდან აღდგება მოძრაობა, დღეს პარალიზებულია. დადიან მანქანები, ჩამოჰყავთ ხალხი, შემდეგ ჩამოყვანილ ხალხს ისევ უკან წაიყვავნენ სოფლებში”, - გვიხსნის ახალციხის ავტოსადგურის მორიგე ოთარ მჭედლიძე.

პირველი ციხის ტერიტორიაზე ვალიდან ჩამოსული ათი სამარშრუტო ტაქსი მივიდა. როგორც ვალელები ამბობენ, მათ ახალციხემდე ჩამოყვანას ორგანიზება ვალეში დასუფთავების სამსახურის უფროსმა ზურაბ დემეტრაძემ გაუკეთა.

”ვალიდან ჩამოვედით ჩვენი სურვილით, ორგანიზება გაუკეთა ჩვენმა უფროსმა, ზურაბ დემეტრაძემ, ეს არის ვალეში დასუფთავების უფროსი. მან გვითხრა რომ უნდა წამოვსულიყავით, ყველას გვინდოდა წამოსვლა, მაგრამ ამ ყველაფერს ორგანიზება ხომ უნდოდა. ათი ავტობუსით ჩამოვედით, მგზავრობის ღირებულება ჩვენ არ გადაგვიხდია”, - ამბობს ვალის მკვიდრი იზოლდა გიქოშვილი.

დემეტრაძემ წამოიყვანა ახალციხეში შუშანა ხითარიშვილიც: ”სააკაშვილს ველოდები, ბევრ რამეში დამეხმარა, ვალე გაალამაზეს, ასფალტი დააგეს, დახმარება მოგვცეს, პროდუქტი დაგვირიგეს, სახურავები გაგვიკეთეს”.

”უბნის მანაქანით” ჩამოვიდა ახალციხემდე ვასიკო ათუნაშვილი: ”პრეზიდენტი უნდა ვნახო, თან ციხეს დავათვალიერებ”.

ციხის ტერიტორიაზე შეკრებილი არიან სოფელ ვალის მკვიდრებიც. მიუხედავად იმისა, რომ წელს ათობით ტონა კომბოსტო და კარტოფილი მიწაში დამარხეს და ახლა აღებული კრედიტების გასტუმრება უჭირთ, აცხადებენ, რომ მაინც ამ მმართველ პარტიას უჭერენ მხარს.

”წამოვედით რომ ვნახოთ სააკაშვილი, ძალიან მიყვარს და მიხარია მისი ნახვა, მინდა რომ სულ გამარჯვების გზით იაროს, საქართველო წინ წამოსწია, მესხეთსაც მოხედა, - აცხადებს თამარ ზურაბაშვილი - პენსია 110 ლარი მაქვს, 30 ლარს დახმარებას ვიღებ, არასდროს მიგვინადება”.

ზურაბაშვილს უნდა რომ პრეზიდენტამდე მივიდეს: ”არ მიგვიშვებენ, თორემ ვთხოვდი რომ სოფელს მოხედოს, წელს 40 ტონა კომბოსტო მიწაში დავმარხე. იქნებ ცოტა კომპენსაციაც დაგვირიგონ, ისე როგორც კახეთში დაარიგეს”.

იგივე სათხოვარი აქვს პრეზიდენტთან სურენ არუთუნოვსაც: ”40 ტონაზე მეტი კომბოსტო გადავყარე, ასე იმიტომ მოხდა უცხოეთიდან შემოდის პროდუქტი და მერე ქართულს ვეღარ ვასაღებთ”.

ასევე ვალის მკვიდრი, 21 წლის დათო მამასახლისი აღფრთოვანებას ვერ მალავს ახალციხის ციხით: ”მოეწყო უბნები, დაიგო ტრასები, ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ხელისუფლების. პრობლემა კი უმუშევრობაა. ნინოწმინდაში ვმუშაობდი რკინიგზის კომპანია იყო, მაგრამ იქ სულ აზერბაიჯანელები შემოიყვანეს და ვეღარ გავჩერდი, ქართველებს აღარ დაგვედგომებიდა”.

ამ ხელისულფების იმედი აქვს სალომე თელიაშვილსაც, პრობლემა კი რომელზეც ყურადღემას ამახვილებს კარტოფილის ფასია: ” ჩვენ კარტოფილს 40 თეთრად ვყიდით, სათესლე კარტოფილის ფასი კი 2,75 ლარია”.

პრეზიდენთან სიხარულითა და პრობლემების სათქმელად მოსულებს შორის. იყვნენ იძულევით მოყვანილებიც. ასეთები პრესასთან კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებდნენ, ან მხოლოდ მას შემდეგ გვესაუბრებოდნენ, როცა დარწმუნედებოდნენ რომ ჩამწერი გამორთული გვქონდა.

”ჩემზე კონტროლი ხორციელდება. აქ იმიტომ ვარ. პედაგოგი ვარ აგარიდან”, - გვითხრა ქალბატონმა და ცრემლი მოერია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ”ოცნების” აქცია მიმდინარეობს
ათობით მიკროავტობუსი 'ოცნების' შეხვედრაზე ხალხის ჩამოსაყვანად – რას აცხადებდნენ ადგილობრივები
მესხი ფერმერების „წყალში გადაყრილი“ მოსავალი
ორმაგად დაზარალებული მოსახლეობა
მარგველაშვილთან შესახვედრად სოფლებიდან მიკროავტობუსებით ჩამოვიდნენ
რამდენად მომგებიანია კარტოფილის ბიზნესი
რის მიხედვით არჩევენ ფერმერები რა დათესონ