FM97.5 / LIVE

თამარ სანიკიძემ არალში სკოლის მშენებლობის პროცესი მოინახულა

მთავარისაზოგადოება » განათლება 11.03.2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადიგენის რაიონის სოფელ არალში საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი მოინახულა.

თამარ სანიკიძემ არალში სკოლის მშენებლობის პროცესი მოინახულა

სოფელ არალში 200 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ახალი სკოლა ძველი სკოლის ადგილზე შენდება.

როგორც თამარ სანიკიძე ამბობს, სკოლას ექნება თანამედროვე გათბობის სისტემა, სპორტული და სააქტო დარბაზები, თავისი დამხმარე სათავსოებით, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას – კაბინეტები, ღია სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. იგეგმება სკოლის ტერიტორიის გამწვანება და კეთილმოწყობა.

„როგორც ვიცი, წლების განმავლობაში სკოლა საუკუნოვანი ხის შენობაში ფუნქციონირებდა, სადაც არ არსებობდა სასკოლო ინფრასტრუქტურა. ახალი სკოლის მშენებლობა კი სოფლის მოსახლეობისთვის აუხდენელ ოცნებად მიიჩნეოდა“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სამცხე – ჯავახეთის რეგიონში 60 – მდე საჯარო სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, გაზიფიცირდა 40 – მდე სკოლა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში უკვე დასრულდა ახალი, თანამედროვე სკოლის მშენებლობა.

[მანანა სარაშვილი, ადიგენი]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბუღაშენში პირველი ენერგოეფექტური სკოლა აშენდა
ბუღაშენში ახალი სკოლა შენდება
სოფელ არალში სკოლის მშენებლობა დროებით შეჩერდა
არალში ახალი სკოლა აშენდება
სოფელ ჩუნჩხაში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
ნოემბრიდან ბუღაშენში სკოლის მშენებლობა დაიწყება
რომელ სკოლებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთში