FM97.5 / LIVE

პრემიერის დავალებები რეგიონულ წარმომადგენლებს [video]

მთავარიეკონომიკა 11.03.2015
საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, საკურორტო სეზონისთვის მზადება და საბიუჯეტო შესრულების კუთხით გააქტიურება,– ასეთი დავალება მიიღეს გუბერნატორებმა, მერებმა და გამგებლებმა საქართველოს პრემიერ–მინისტრისგან.

პრემიერის დავალებები რეგიონულ წარმომადგენლებს [video]

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონულ წარმომადგენლობებს დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენ მთლიანად კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ გააქტიურდეს ეკონომიკური პროცესები, განსაკუთრებით რეგიონებში, რეგიონალური განვითარება თითოეული მუნიციპალიტეტის და სოფლის დონეზე არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ასევე მნიშვნელოვანია დავაჩქაროთ ტემპები ინფრასტრუქტურული პროექტების,“–აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა შეისწავლა რეგიონებში არსებული ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი და გამოიკვეთა პრიორიტეტები. რეგიონული განვითარების გეგმის საზოგადოებისთვის გაცნობას მთავრობა მომავალ კვირას სამცხე–ჯავახეთიდან დაიწყებს.

პრემიერის დავალებები რეგიონულ წარმომადგენლებს [video]

„თითოეული რეგიონისთვის მზადდება განვითარების გეგმა, სადაც სრულად არის ასახული ის პოტენციალი, რომელიც რეგიონში არსებობს. ხდება მობილიზება ადგილობრივი ბიზნესის, პოტენციური ინვესტორების, რათა მათ შევთავაზოთ ახალი პროექტების დაწყება ჩვენი მაქსიმალური ხელშეწყობით. ეს ინიციატივა გულისხმობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციას, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების უზრუნველყოფას, ბუნებრივ რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფას და სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან მაქსიმალურ მხარდაჭერას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც რეგიონების განვითარებას აფერხებს, მათ შორის აქცენტი გააკეთა ბიუჯეტის ათვისებასა და ტენდერებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე. პრემიერმა მოუწოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კარგად გააცნობიერონ პასუხისმგებლობის საკითხი და მაქსიმალურად გაააქტიურონ მიმდინარე პროექტებზე სამუშაოები.

„ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ თითოეული პროექტი და სამუშაოების მიმდინარეობა, დავადგინოთ დროულად ხარვეზები და სრულყოფილად აღმოვფხრათ ისინი...მოგიწოდებთ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ, პირადად მიაწოდეთ ხალხს ინფორმაცია მიმდინარე პროექტებზე და გაუფრთხილდით იმ ნდობას, რომელიც მათ მოგანიჭათ. ამ ნდობას სჭირდება დაფასება და გაფრთხილება,“–აღნიშნა პრემიერმა.

მანვე გუბერნატორებს და გამგებლებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად დავზოგოთ ხარჯები. ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმაც უნდა მიიღოს ზომები, რათა ადმინისტრაციული ხარჯები მაქსიმალურად დაიზოგოს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საუბარია ადმინისტრაციული ხარჯის დაზოგვაზე და შემცირება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოს, რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობის თითოული თეთრი არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ვალდებული ვართ მაქსიმალურად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ მათ ყოფას არ დაეტყოს დღევანდელი პრობლემები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მთავრობა რეგიონებში პროექტების სუბსიდირებას აპირებს
პრემიერი მინისტრებს, მერებსა და გამგებლებს აფრთხილებს
პრემიერი გუბერნატორებს შეხვდა
პრემიერ–მინისტრმა გუბერნატორებთან შეხვედრა გამართა
პრემიერმა გუბერნატორებს მოუსმინა
'კარტოფილი შემოგვაქვს საქართველოში, რაც არის სირცხვილი', - პრემიერმა ახალციხეში რეგიონის განვითარების გეგმა წარადგინა
პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა