FM97.5 / LIVE

რიტუალების სახლი – უცვლელი პრიორიტეტი ადიგენში

მთავარიეკონომიკა 10.03.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რიგით პირველი პრიორიტეტი თითქმის უცვლელია. მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ რიტუალების სახლის გაკეთებას ითხოვს.

რიტუალების სახლი – უცვლელი პრიორიტეტი ადიგენში
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი 545 017 ლარიდან თანხის დიდი ნაწილი, რიტუალების სახლებისთვის დაიხარჯება. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამი ტერიტორიული ერთეული, დაახლოებით 15 სოფელი პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, უკვე შემოიარა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაქარია ენდელაძის განცხადებით, ერთ–ერთი რიგით პირველი პრიორიტეტი რიტუალების სახლია.

„პირველ პრობლემად ისევ რიტუალების სახლები რჩება. იქ სადაც დაიწყო რიტუალების სახლის გაკეთება, უნდა დასრულდეს. როცა ერთი ობიექტი საჭიროებს დასრულებას და იმას თუ არ დაასრულებ, რაც გაკეთებულია ისიც გაფუჭდება“, – ამბობს ენდელაძე და ამატებს, რომ პრიორიტეტებს შორის წყლის მილების შეცვლა და სათავე ნაგებობების შეკეთებაც სახელდება.

„დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე აცხადებს, რომ რიტუალების სახლების მშენებლობა სოფლისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად არაფერს ცვლის: „ეს სოფელს გარკვეულ საჭიროებას უხსნის, მაგრამ საბოლოო ჯამში მის განვითარებას არაფერს აძლევს“.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, როცა თანხა სოფლის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტას ვერ წვდება, მაშინ მის დახარჯვას რიტუალების სახლზე არჩევენ, თუმცა, უკეთესი იქნება თუ თანხას შეინახავენ და გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგალითად სარწყავი წყლის პრობლემას მოაგვარებენ: „სარწყავი წყალი უფრო დიდ ეფექტს მოუტანს სოფელს და მის განვითარებას, ვიდრე რიტუალების სახლი“.

ანდღულაძის განცხადებით, ამის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას კარგად უნდა აუხსნან: „თუმცა, თუ რიტუალების სახლის მშენებლობა დაწყებულია, ის რომ უნდა დასრულდეს, ამაზე არავინ დავობს. მაგრამ არის შემთხვევები, როცა უკაბელო მიკროფონებს და დინამიკებს ყიდულობენ და არ იციან ფული რაში დახარჯონ“.

გასულ წელს ადიგენის მუნიციპალიტეტში 57 დასახლებული პუნქტიდან 25–ში (ბენარა, შოლავერი, უნწა, ხევაშენი, გორგული, იჯარეთი, ვარხანი, წახანწყარო, დიდი ზანავი, პატარა ზანავი, გომარო, ამხერი, მლაშე, არზნე, უტყისუბანი, ციხისუბანი, ნამინაური, დერცელი, უდე, ზემო ენთელი, შოყა, დიდი სმადა, ჭეჭლა, ჭელა, კეხოვანი) თანხა რიტუალების სახლებზე დაიხარჯა.

წელს რამდენ სოფელში შეირჩევა პრიორიტეტად რიტუალების სახლები 22 მარტისთვის გაირკვევა. პრიორიტეტების შერჩევა სწორედ ამ დროისთვის უნდა დასრულდეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენის ექვს სოფელში რიტუალების სახლების რეაბილიტაცია ვერ დასრულდა
რაში დაიხარჯება 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფული ადიგენის მუნიციპალიტეტში?
სოფელ ორალში რიტუალების სახლი რემონტდება
ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტებს ირჩევენ


ასპინძაში საარჩევნო მასალების გასაკრავად ადგილები განისაზღვრა