სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა თსუ–სთან მემორანდუმი გააფორმა

მთავარისაზოგადოება » განათლება 06.03.2015
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 25–ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა ეწვია.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა თსუ–სთან მემორანდუმი გააფორმა

ვიზიტის ფარგლებში,სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ვლადიმერ პაპავამ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორივე შენობა დაათვალიერა. ივანე ჯავახიშვილისა და გრიგოლ ხანძთელის ძეგლები ყვავილებით შეამკო და სტუდენტებთან საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველოს ეკონომიკა გუშინ, დღეს, ხვალ“.

„ახალგაზრდების დაინტერესება იყო ძალიან დიდი. ძალიან კარგი, მწვავე და კარგად ფორმულირებული კითხვები ჰქონდათ“, – აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ ლექციის დასრულების შემდეგ.

თსუ–ს ლექტორმა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.

„დღეს ბედნიერი დღე იყო, გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ეს მხოლოდ პირობითია, ჩვენ აქამდეც ვთანამშრომლობდით და მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, – განაცხადა მერაბ ბერიძემ.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა თსუ–სთან მემორანდუმი გააფორმა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

27.12.2017 ინგლისურენოვანი სპექტაკლი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილოებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

16.01.2018 ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა

16.01.2018 NDI: 60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ვის მიანიჭა უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება
ახალქალაქში სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი გაიხსნა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა
სამცხე–ჯავახეთს  ევროინტეგრაციის მინისტრი სტუმრობს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა 12 სექტემბერს დაიწყება
უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა რესპუბლიკურ კონფერენციას უმასპინძლა