FM97.5 / LIVE

ადიგენის საკრებულოს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ

მთავარიპოლიტიკა 05.03.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე რომელსაც, გუშინ, 4 მარტს, იმპიჩმენტი მოუწყვეს, სამართლებრივად აპირებს ბრძოლას.

ადიგენის საკრებულოს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ

ლევან ლობჯანიძე ამბობს, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება მიზანმიმართული ქმედება იყო. გარდა ამისა, გუშინ, 4 მარტს, საკრებულოს სხდომა დარღვევებით ჩატარდა, რის გამოც ის სამართლებრივად ბრძოლას აპირებს.

„რას ვგეგმავ, ამ ეტაპზე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. იმას ვიტყვი, რომ აუცილებლად ვიბრძოლებ, ოღონდ სამართლებრივად. ველოდები როდის გადმომცემენ დადგენილებას ჩემი გადაყენების შესახებ, სადაც უნდა იყოს მითითებული ის მიზეზები, რის გამოც დამატოვებინეს თანამდებობა. ამის შემდეგ ვიმოქმედებ, როგორც საჭიროა“, – ამბობს ლევან ლობჯანიძე.

მისივე თქმით, მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ დღეს, 5 მარტს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისშიც იმსჯელეს: „როგორც ვიცი, დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საგანგებო სხდომა, გაიმართა, თუმცა ჯერ – ჯერობით არ ვიცი დეტალები“.

გადასამოწმებლად „სამხრეთის კარიბჭე“ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისს დაუკავშირდა. პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ინფორმაცია ვერც უარყო და ვერც დაგვიდასტურა. ნონა ყანდიაშვილი დაგვპირდა, რომ ინფორმაციას მოიკვლევს და დეტალურად ხვალ, 6 მარტს გვაცნობებს.

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 17 ხმით 10–ის წინააღმდეგ, დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. იმდღესვე დეპუტატებმა საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ, საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, იმედა მღებრიშვილი აირჩიეს.

ლევან ლობჯანიძემ გუშინვე განაცხადა, რომ მის გათავისუფლებაში რეგიონის პირველი პირები მონაწილეობდნენ. თუმცა, ეს კატეგორიულად უარყვეს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმაც და მისმა მოადგილემაც.

ადიგენის საკრებულოს უმცირესობა, რომელმაც იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო, ფიქრობს, რომ ლობჯანიძე სკამებისთვის ბრძოლას შეეწირა.

[მანანა სარაშვილი, ადიგენი]


28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

28.09.2020 ‘არ დავიშლებით, ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან

28.09.2020 საქართველო–სომხეთის საზღვართან აქცია იმართება [ვიდეო]

27.09.2020 ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ნაციონალები’: საკრებულოს თავმჯდომარე კლანურ დაპირისპირებას შეეწირა
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმდომარის საქმეზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაიკითხებიან
მოსამართლის შვებულების გამო, ლევან ლობჯანიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
ადიგენში საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს
დღის კითხვა: რატომ გადააყენეს თანამდებობიდან ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე [Video]
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხს განიხილავენ
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე ბრუნდება