FM97.5 / LIVE

ირაკლი ღარიბაშვილი: იმ გამგებლების საკითხს დავაყენებთ, ვინც ბიუჯეტით გათვალისწინებულ ხარჯებს ვერ ასრულებენ

მთავარიპოლიტიკა 05.03.2015
პრემიერმინისტრი იმ გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების საკითხის დაყენებას გეგმავს, რომლებიც ბიუჯეტით გათვასლიწინებული ხარჯების შესრულებას ვერ ახერხებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი: იმ გამგებლების საკითხს დავაყენებთ, ვინც ბიუჯეტით გათვალისწინებულ ხარჯებს ვერ ასრულებენ
"იმ გამგებლების საკითხს დავაყენებთ, ვინც ბიუჯეტით გათვალისწინებულ ხარჯებს ვერ ასრულებენ, ან საკრებულოს თავმჯდომარეების... ვინც ხელს უშლიან რაღაც გაუგონარი ბიურიკრატიული ბარიერების გამო",-აღნიშნული განცხადება მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებსა და ადგილობრივ ხელისუფლებებს მიმართა, რომ შეუსრულებელ სამუშაოზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ. მისივე თქმით გამგებლებსა და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ ისინი არიან ხელშეუხებლები.

„ზოგადად, რაც მე მესმის ეს არის ის, რომ გამგებლებსა და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ ისინი არიან ხელშეუხებლები. მინდა მათ ვუთხრა, რომ ძალიან ცდებიან იმიტომ, რომ მათ აიღეს პასუხისმგებლობა ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ და ხალხის მიმართ. ეს იქნება გამგებელი, თუ საკრებულოს თავმჯდომარე, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. ეს გეხებათ თქვენ მინისტრებსაც, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოთ თქვენს სამინისტროებში მიმდინარე სამუშაოები და მათი განრიგი. ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, თუ ისინი არაეფექტურები არიან და დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ.
"აუცილებლად მოხდება მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. მე მინდა ყველამ გაითვალისწინოთ ეს - მინისტრებმა, მერებმა, გამგებლებმა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს არაეფექტურობა ყურადღების მიღმა დარჩეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

[Sknews.ge]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'ზოგიერთმა დაიჯერა, რომ ხელშეუხებელია'– ღარიბაშვილი თვითმმართველობების ხელმძღვანელებზე
პრემიერი მინისტრებს, მერებსა და გამგებლებს აფრთხილებს
ირაკლი ღარიბაშვილი: 'ხულო–ადიგენის გზის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება'
ირაკლი ღარიბაშვილი – ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული დასკვნა პოზიტიურია
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა დაასახელა
'კობახიძის გადადგომის საკითხს არც დავაყენებთ და არც მხარს დავუჭერთ'-არჩილ თალაკვაძე