FM97.5 / LIVE

ფოტოკონკურსი - მოქალაქე IN ACTION

მთავარისაზოგადოება 05.03.2015
სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA) და „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ (JNGE) აცხადებს ფოტოკონკურსს სტუდენტებისთვის და ჟურნალისტებისთვის თემაზე: მოქალაქე IN ACTION

ფოტოკონკურსი - მოქალაქე IN ACTION

ფოტოკონკურსის მიზანია, ასახოს მო¬ქალა¬ქე¬ე¬ბის ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებაში.

ფოტოკონკურსს საფუძვლად დაედო IFES-ის მიერ მომზადებული „სამოქალაქო განათლების გზამკვლევი“. გზამკვლევი მოგაწვდით ძირითად ინფორმაციას სამოქალაქო განათლების საკითხების, მიმართულებების და პრინციპების შესახებ. სასურველია,გაეცნოთ აღნიშნულ დოკუმენტს CELA-ს ვებგვერდზე: http://cela.ge/ge/system/files/efes_brochure_geo_f.pdf

აუცილებელი მოთხოვნები:
* კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს უმაღლესი
სასწავლებლის სტუდენტებს (სამივე საგანმანათლებლო საფეხური) და ჟურნალისტებს;
* სავალდებულოა გამოგზავნილი ფოტომასალაში ასახული იყოს კონკურსის თემატიკა;
* ერთი ავტორისგან მიიღება მაქსიმუმ ორი ფოტო;
*ფოტო აუცილებლად უნდა ეკუთვნოდეს გამომგზავნს ან მას უნდა ჰქონდეს ამ ფოტოზე უფლება.
* კონკურსზე არ დაიშვება ფოტოები, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა სხვა
ფოტოკონკურსებში;
* გთხოვთ, გამოაგზავნოთ მაღალი რეზოლუციის საავტორო ფოტო (კონკურსზე არ დაიშვება მობილურით გადაღებული ფოტოები, ასევე ფოტო, რომელსაც ექნება წარწერა ან რაიმე ნიშანი);
* ფოტოს გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ნომერი, ელექტრონული მისამართი, სასწავლებელი ან სამუშაო ადგილი დაფოტოს მოკლე აღწერა (სად და რა ვითარებაშია გადაღებული). წინააღმდეგ შემთხვევაში ფოტო კონკურსზე არ დაიშვება. სასურველია ფოტო იყოს დასათაურებული.

ფოტო უნდა გამოგზავნოთ არაუგვიანეს 30 მარტამდე
ელ.ფოსტაზე info@cela.ge ან jngegeorgia55@gmail.com

გამოვლინდება სამი გამარჯვებული ფოტო, რომელსაც შეარჩევს სპეციალური ჟიური. გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.
კონკურსი ცხადდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველოს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში

შემოგვიერთდი, ასახე მოქალაქე - IN ACTION!

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2019 მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'თუ ხვალინდელი დღე არ დადგება' გაიმართება

11.11.2019 ვინ გახდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები

11.11.2019 ადიგენში ‘ზარზმობის’ დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო/ვიდეო]

11.11.2019 შსს-მ ფილმში 'და ჩვენ ვიცეკვეთ' პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ფოტოკონკურსი –' ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა'
ახალციხის მერია აცხადებს ფოტოკონკურსს -  'ჩემი თვალით დანახული ქალაქი'
ფოტოკონკურსი კომპანია „ანაგისგან“
შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს
ახალციხის  გამგეობა თავისუფალ თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს
კონკურსი ახალგაზრდებისთვის „არჩევანი ჩემი უფლებაა“
ფოტოკონკურსი სამცხე–ჯავახეთში – 'ერთი ფოტოს ისტორია'