FM97.5 / LIVE
აცხადებს საგრანტო პროგრამას სამცხე–ჯავახეთის სკოლების მოსწავლეებისთვის."> საგრანტო პროგრამა სამცხე-ჯავახეთის სკოლების მოსწავლეებისათვის

საგრანტო პროგრამა სამცხე-ჯავახეთის სკოლების მოსწავლეებისათვის

მთავარისაზოგადოება » განათლება 05.03.2015
განათლების, კარიერისა და შესაძლებლობების განვითარების ფონდი, აცხადებს საგრანტო პროგრამას სამცხე–ჯავახეთის სკოლების მოსწავლეებისთვის.

საგრანტო პროგრამა სამცხე-ჯავახეთის სკოლების მოსწავლეებისათვის

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთის ნებისმიერი მუნიციპალიტეტის 15-დან 18 წლის ჩათვლით სკოლის მოსწავლეს, ან მოსწავლეთა ჯგუფს (3-5 წევრისგან შემდგარი ჯგუფი), რომელთაც აქვთ მაღალი მოტივაცია.

გრანტის ოდენობა განსაზღვრულია 50-დან 250-მდე დოლარის ექვივალენტი ლარში, რომლის მიღებაც შესაძლებელია სამი მიმართულებით.

საგანმანათლებლო – მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა ცოდნის გასაღრმავებლად მიიღონ გრანტი სხვადასხვა სემინარში, ტრეინინგიში, საგანმანათლებლო პროექტსა თუ სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად.

უნარების გაძლიერება – საგრანტო პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსების მიღება უნარების გაძლიერების კუთხით. კერძოდ საბუნებისმეტყველო საგნების, უცხო ენების, კომპიუტერული პროგრამების, ხელობასა და ხელოვნების დარგში. ასევე, შესაძლებელია გრანტის მიღება სასკოლო, საგანმანათლებლო, სპორტული, ხელობასა და ხელოვნების დარგში საჭირო ინვენტარის შესაძენად.

საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის სამგზავრო ხარჯები – საგრანტო პროგრამა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ გრანტი სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის სამგზავრო ხარჯების ასანაზღაურებლად საქართველოს ფარგლებში.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია: შევსებული საგრანტო აპლიკაციის ფორმის ფონდის ელექტრონულ მისამართზე წარდგენა მითითებულ ვადებში.

ინდივიდუალური და ჯგუფური საგრანტო სააპლიკაციო ფორმა ჩამოტვირთეთ.

შევსებული საგრანტი აპლიკაციის ფორმა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: funds@iccn.ge.
საგრანტო აპლიკაციების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2015 წლის 31 მარტი 18:00 საათი.

საგრანტო აპლიკაციის ფორმის შევსებისას გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
1. საგრანტო აპლიკაციის ფორმა უნდა იყოს სრულყოფილად შევსებული;
2. მოსწავლეს შეუძლია, მოითხოვოს გრანტი ერთზე მეტი მიმართულებით, თუმცა ფონდის მიერ ერთ მოსწავლეზე გრანტის სახით გაცემული ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 250 დოლარის ექვივალენტს ლარში.
3. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არ მიიღება ერთი და იმავე მოსწავლის მიერ ერთდროულად ჯგუფური და ინდივიდუალური შევსებული საგრანტო აპლიკაციის ფორმა. მოსწავლისთვის საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ინდივიდუალურად, ან მხოლოდ ჯგუფთან ერთად.

კარიერისა და შესაძლებლობების განვითარების ფონდი შექმნილია “ჰორიზონტის გაფართოება: გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერებისთვის” პროგრამის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) მერსი კორფსთან პარტნიორობით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

საკონტაქტო ინფორმაცია:
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ვებ-გვერდი www.iccn.ge; Tel: ( +995 32) 299 99 87; E-mail: funds@iccn.ge

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

05.04.2020 ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის არასამთავრობოებს აშშ–ს საგრანტო კონკურსს გააცნობენ
საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის
ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო კონკურსი არასამთავრობოებისთვის
‘მილიონიანი ფონდი’ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარებისთვის - ვის შეუძლია გრანტის მოპოვება
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დაიწყო
აშშ-ს საელჩოს 2014 წლის საგრანტო კონკურსი