სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ადიგენში საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს

მთავარიპოლიტიკა 04.03.2015
მას შემდეგ, რაც ყოფილი თავმჯდომარე გადააყენეს, დეპუტატებმა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, იმედა მღებრიშვილი აირჩიეს.

ადიგენში საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს

საკრებულოს სხდომას 27 დეპუტატი ესწრებოდა. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა 17–მა დეპუტატმა მიიღო, საკრებულოს უმცირესობამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ნინო ბურჯანაძე–დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებმა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. 17 დეპუტატიდან, ბოლო წუთებში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ერთმა დეპუტატმა ვერ შეძლო ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მიღება. დარჩენილმა 16–მა დეპუტატმა კი მღებრიშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია.

ბიოგრაფია

იმედა მღებრიშვილი 1978 წლის 14 აპრილს დაიბადა.
1995 წელს დაამთავრა ბენარის საჯარო სკოლა, 1999 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ მესხეთის ფილიალის ისტორიის ფაკულტეტი.
2000 წლიდან ბენარის საჯარო სკოლაში სამხედრო მომზადების მასწავლებლად მუშაობდა. პარალელურად, 2006 წლამდე დირექტორის მოადგილე იყო.
2007 წელს სამცხე–ჯავახეთის სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებლად დაინიშნა. ამ პოზიციაზე 2014 წლამდე მუშაობდა.
2014 წელს,“ქართული ოცნების“ პროპორციული სიით, ადიგენის საკრებულოს დეპუტატი გახდა. დაინიშნა საფინანსო–საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარედ.
ჰყავს მეუღლე და 2 შვილი

შეგახსენებთ, დღეს, 4 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 17 ხმით 10–ის წინააღმდეგ, დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. ლობჯანიძე ფიქრობს, რომ მისი გადაყენება რეგიონის გუბერნატორმა მოითხოვა.

[მანანა სარაშვილი, ადიგენი]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ლევან ლობჯანიძე აირჩიეს
ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტი არ შედგა – მომხრეებს ერთი ხმა დააკლდათ
‘ნაციონალები’: საკრებულოს თავმჯდომარე კლანურ დაპირისპირებას შეეწირა
ადიგენის საკრებულოს იმედა მღებრიშვილი უხელმძღვანელებს
ადიგენის საკრებულოს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმდომარის საქმეზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაიკითხებიან
ზაქარია ენდელაძე: ლობჯანიძეს გუნდურობის პრინციპი არ გამოუვიდა