FM97.5 / LIVE

მეოთხე პრემიერა მესხეთის თეატრში

მთავარი 06.09.2012
მესხეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მაყურებელს სეზონის მეოთხე პრემიერა წარუდგინა.

მეოთხე პრემიერა მესხეთის თეატრში

ამერიკელი დრამატურგის ნილ საიმონის პიესა ”ჩემი ქალები და ქალიშვილი”, მესხეთის სცენაზე რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა დადგა.

ერთმოქმედებიან დრამაში მთავარ როლს მესხეთის თეატრის მსახიობი ლაშა ბუტულაშვილი ასრულებს.

”სპექტაკლი ცოლ-ქმრული ურთიერთობის მარადიული პრობლემაზეა, რომელიც ყოველ დროს და ყველასთვის აქტუალურია. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ სპექტაკლი ყველა ეროვნებისთვის ადვილად გასაგებია”, - ამბობს მესხეთის თეატრის მმართველი და სპექტაკლში ერთ-ერთი როლის შემსრულებელი ლია სულუაშვილი.

მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 45-ე სეზონი 26 აპრილს, სპექტაკლ ”ქეთევანით” გაიხსნა. ამ სეზონზე თეატრი მაყურებელს 8 პრემიერას შესთავაზებს.

მომდევნო პრემიერა 11 სექტემბერსაა დაგეგმილი. ეს იქნება ერთმოქმედებიანი კლოუნადა, მხიარული კომედია ადამიანთა ურთიერთობებზე. ამის შემდეგ მაყურებელი იხილავს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დიპლომანტი რეჟისორის ირაკლი ძნელაძის მიერ დადგმულ პიესას ”ირინეს ბედნიერება”. სეზონის მეშვიდე პრემიერა კახა გოგიძის ილია ჭავჭავაძის ცხოვრების მიხედვით დადგმული სპექტაკლი ”ვინ” (”მარად და ყველგან”) იქნება. მიმდინარე წლის სეზონი ოქტომბერში, ნუგზარ ლორთქიფანიძის სპექტაკლით, ”უცნაური მისის ევაჟით” დასრულდება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრის სცენაზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაცოცხლდება
მესხეთის თეატრში ხვალ სეზონი იხსნება
მესხეთის თეატრი სეზონის ბოლო პრემიერისთვის ემზადება
'გადაგდებული პორტრეტი' – პრემიერა მესხეთის თეატრში
მესხეთის თეატრში ახალი სეზონი იხსნება
მესხეთის სახელმწიფო თეატრში სეზონი გაიხსნა
მესხეთის თეატრში სეზონი საბავშვო სპექტაკლით გაიხსენება