FM97.5 / LIVE

ნაგავმზიდების ‘ავტოსადგომი' შუა ქალაქში

მთავარისაზოგადოება 02.03.2015
საყოფაცხოვრებო და სამედიცინო ნარჩენებით დაბინძურებული ქუჩა და შპს კეთილმოწყობის „არაფორმალური“ ავტოსადგომი. ახალციხეში, მებაღიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

ნაგავმზიდების ‘ავტოსადგომი' შუა ქალაქში
23 თებერვალი, 2015წ. ნარჩენებით დატვირთული ნაგავმზიდი მებაღიშვილის ქუჩაზე.

შპს „კეთილმოწყობის“ ნაგავმზიდები, რომლებითაც დილის საათებში ახალციხის უბნებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები გააქვთ, სამსახურის დასრულების შემდეგ მებაღიშვილის ქუჩაზე დგება. დღის განმავლობაში კი, ახლომდებარე ქუჩების მცხოვრებლები ნარჩენებით სავსე ცელოფნებს ამ მანქანებზე ყრიან. თუ ვინმემ ნაგავი მანქანაზე ვერ შეაგდო, ცელოფნები იქვე, მანქანების გვერდით იყრება.

„ორი წელია აქ ვცხოვრობ და ეს მანქანები აქ დგანან. მიუხედავად იმისა, მანქანა დგას თუ არა, მეზობელი ქუჩებიდან ნაგავს მაინც ჩვენთან ყრიან“,- ამბობს მებაღიშვილის ქუჩის მცხოვრები თია მაისურაძე.

ნაგავმზიდების ‘ავტოსადგომი' შუა ქალაქში სარქის კუზაწიანი, რომელიც „სამხრეთის კარიჭეს“ ნაგავმზიდის მძღოლის სახელით გაეცნო, გვიდასტურებს, რომ ადგილობრივები ნარჩენებს ნამდვილად ამ მანქანებზე ყრიან: „მანქანა გაფუჭებულია მაგრამ ნაგავს მაინც ყრის ხალხი. თუ მანქანა არ არის, აქ ერთი მშენებარე სახლია და პირდაპირ შიგ ყრიან. ყოველდღიურად უნდა მოდიოდეს მანქანა, ამ ქუჩებს მე არ ვემსახურები. ნაგვის ურნა გვედგა, მაგრამ მოსახლეობამ იჩივლა ნაგავი გვაწუხებსო და აიღეს“.

მისივე თქმით, რადგან მათ სამსახურს ავტოფარეხი არ აქვთ, ამიტომ მანქანა თავისი სახლის წინ ჰყავს გაჩერებული და ამის შესახებ ხელმძღვანელობაც ინფორმირებულია.

ნაგავმზიდების ‘ავტოსადგომი' შუა ქალაქში საყოფაცხოვრო ნარჩენების გარდა მებაღიშვილის ქუჩაზე სამედიცინო ნარჩენებიც იყრება.“სამხრეთის კარიბჭე“ თავად შეესწრო შემთხვევას, როდესაც სტომატოლოგიური კლინიკის თანამშრომელმა ნაგავმზიდზე ნარჩენებით სავსე პარკი შეაგდო. მან განმარტა, რომ კლინიკასთან დასუფთავების მანქანა კვირაში ერთხელ მიდის და იძულებულია ნაგავი ყოველდღიურად მებაღიშვილის ქუჩაზე ამოიტანოს.

„ჩვენს ქუჩაზე ერთი თვე რომ დავტოვოთ ნაგავი, ისევ იქ დაგვხვდება. ყოველმეორე დღეს იგვება ქუჩა, მაგრამ მანქანას ჩვენი ნაგავი არ გააქვს”, - გვითხრა კლინიკის თანამშრომელმა მზია სუდაძემ.

მისივე თქმით, იგივე ვითარებაა თაყაიშვილის ქუჩაზეც: „იქ ვცხოვრობ, იქაც ერთხელ მოდის კვირაში და მეზობლბეს ნაგავი ყოველ დილით აქ მოაქვთ“.

არასამთავროო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობაში“ განმარტავენ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების და განსაკუთრებით სამედიცინო ნარჩენების ასეთი ფრომით გადაყრა დაუშვებელია.

ნაგავმზიდების ‘ავტოსადგომი' შუა ქალაქში „როდესაც მოსახლეობა გამოდის და გაჩერებულ მანქანაზე ნაგავს თვითნებურად ყრის, ჩათვალეთ, რომ ვითარება უკვე უკონტროლოა“, - ამბობს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე და ამატებს, რომ რაც შეეხება სტომატოლოგიურ კლინიკებს და სამედიცინო დაწესებულებებს, მათი ნარჩენები უნდა შეგროვდეს ცალკე: „არ შეიძლება ამის ჩაყრა ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნაგავში. ყველაფერი ერთად გავრცელდება, საფრთხე ძალიან დიდია, ამას სჭირდება მოწესრიგება“.

შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურში გვიდასტურებენ, რომ ავტოსადგომი ნამდვილად არ აქვთ.

„არ ვიცი ზუსტად სად გამოგვიყოფენ ადგილს. ამ საკითხზე მერიაში წერილი გაგზავნილი მაქვს. პირად საუბრებშიც მაქვს ნათხოვარი, რომ ამხელა მანქანების სახლთან გაჩერება შეუძლებელია. ის არის ნაგვის მანქანა, მეც რომ ვცხოვრობდე, შეიძლება მეც არ მომეწონოს“, – ამბობს შპს კეთილმოწყობის უფროსი გიორგი ბალიაშვილი.

ნაგავმზიდების ‘ავტოსადგომი' შუა ქალაქში მისივე თქმით, რაც შეეხება უბნებში დასუფთავების მანქანების დამატებით გასვლას, ამის მოწესრიგება მარტიდან იგეგმება: „მერიამ შეისყიდა ნაგავმზიდი, მარტის დასაწყისში ჩამოვა. ქუჩებზე განთავსდება დამატებითი ბუნკერები და შემდეგ გადავწყვეტთ, რომელ ქუჩაზე ივლის დამატებით მანქანები და რომელ ქუჩაზე არა. მოსახლეობის ნაწილს არ სურს მათ ქუჩაზე ურნა დაიდგას, ქუჩების უმეტესობა მოასფალტებულია და შეგვიძლია ნაგავმზიდი კვირაში რამდენჯერმე გავუშვათ, მაგრამ მოვდივართ შეუსაბამობაში“.

რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებიდან ნარჩენების გატანის რეგულირებას, ბალიაშვილი გვიხსნის, რომ ეს მათი სამსახურის კომპეტენცია არ არის: „ჩვენს სამსახურს არ აქვს მექანიზმი, რომ ვინმეს ავუკრძალოთ ან ჯარიმა დავწეროთ. სამედიცინო ნარჩენებზე სხვა რეგულაციებია, უნდა დაილუქოს, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის“.

როდის გამოიყოფა შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურისთვის ავტოფარეხის ადგილი, ჯერ უცნობია. ამ ქუჩაზე მუშა ნაგავმზიდების გარდა, რამდენიმე მწყობრიდან გამოსული მანქანაც დგას.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნაგავმზიდები ისევ შუა ქალაქში დგას
ნარჩენებით სავსე ახალციხის გარეუბნები და შეწუხებული მოსახლეობა
‘ნაგავს ტომრებით ავტოფარეხში ვინახავთ’– სამსონიძის ქუჩაზე ბუნკერების დადგმას ითხოვენ
საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ქუჩები ახალციხეში [Photo]
ახალი ნაგვის ურნები მეზობლებს შორის უთანხმოების  მიზეზი გახდა
ბეჟანოში უგზოობის გამო ნაგავმზიდი ვერ მიდის, ამიტომ ნარჩენებს გზის პირზე ყრიან
ახალციხეში სამსონიძის ქუჩაზე ნაგვის ურნები დადგეს