FM97.5 / LIVE

‘ახალციხის ციხეზე’ დირექტორის მოადგილე დანიშნეს

მთავარისაზოგადოება 27.02.2015
„ახალციხის ციხეს“, რომელსაც 6 თვეა დირექტორის მოვალების შემსრულებელი ჰყავს, დირექტორი ვერ, თუმცა, დირექტორის მოადგილე უკვე შეურჩიეს და დანიშნეს კიდეც.

‘ახალციხის ციხეზე’ დირექტორის მოადგილე დანიშნეს

ეს პოზიცია 24 თებერვლიდან ნათია ხუციშვილს ჩააბარეს. ხუციშვილი გახსნის დღიდან ‘ახალციხის ციხეზე’ მუშაობს.

„ნათია ერთ–ერთი განყოფილების უფროსი, მუზეუმში მეთვალყურეების ხელმძღვანელი იყო“, – ამბობს „ახალციხის ციხის“ დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ილია სიდამონიძე.

მისი განცხადებით, ციხეზე დირექტორისა და მოადგილის დანიშვნა, ქალაქის მერის პრეროგატივაა: „როდესაც ადგილობრივ თვითმმართველობას ხარჯთაღრიცხვა წარვუდგინე, საჭიროდ ჩავთვალე, რომ ამხელა ორგანიზაციაში დირექტორს მოადგილე უნდა ჰყოლოდა და ესეც გავითვალისწინე“.

„ახალციხის ციხეზე“ დირექტორის მოადგილის თანამდებობის შტატი გაუქმებული იყო. როგორც სიდამონიძე აცხადებს, ეს შტატი მისმა წინა მორბედმა გუჯა ბიჭაშვილმა გააუქმა: „თუმცა, მის ნაცლვად სამი კონსულტანტი, საკმაოდ დიდი ხელფასებით ჩასვა“.

სიდამონიძის განცხადებით, ბიჭაშვილის დროს დირექტორის მოადგილის ხელფასი 1 500 ლარს შეადგენდა. ახლა კი მოადგილის ანაზღაურება 1 200 ლარია.

„მთავრობა გვეუბნება, რომ ქამრები უნდა შემოვიჭიროთ და შემოვიჭირეთ კიდეც“, – ამბობს სიდამონიძე და ამატებს, რომ თავად მისი ხელფასი 800 ლარით შემცირდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 წინუბნის ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები დაიწყება

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

"ახალციხის ციხის" დირექტორის შესაძლო ცემის ფაქტზე ძიება შეწყდა
ვინ ასრულებს ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობას
ახალციხის ციხის თანამშრომლებს ხელფასი გაეზარდათ
თონე "ახალციხის ციხეზე"
‘ახალციხის ციხის’ თანამშრომლები: მერის ყოფილმა მძღოლმა ‘ციხის’ დირექტორს დაარტყა და ნივთები დაუმსხვრია [შესწორებული]
შს მინისტრმა ორი მოადგილის შტატი გააუქმა
ახალციხის მერი: ‘ციხის დირექტორად რომ დავნიშნო, ახალციხეში ეგეთი ჯერ ვერავინ ვნახე’