FM97.5 / LIVE

„ქართული ოცნების“ ადიგენის შტაბში ბრიფინგი გაიმართა

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 06.09.2012
ადიგენის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნების მდგომარეობის შესახებ „ქართული ოცნების“ ადიგენის შტაბში ბრიფინგი გაიმართა.

„ქართული ოცნების“ ადიგენის შტაბში ბრიფინგი გაიმართა

შტაბის უფროსმა დავით ბაციკაძემ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებში არსებობს. ბაციკაძის განმარტებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის 18 საარჩევნო უბნიდან 12 ძველ და დაზიანებულ შენობაშია განთავსებული.

- “ჩავატარეთ მონიტორინგი და თვრამეტი საარჩევნო უბნიდან უმეტესობა კატასტროფულ მდგომარეობაშია, რაც შეიძლება, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს. ასევე კარგი საშუალებაა არჩევნების გაყალბებისთვის და საარჩევნო პროცესების ხელის შეშლისთვის“, - აცხადებს ბაციკაძე.

მისივე თქმით, ზოგ უბანზე მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა ფართი პატარაა: „ამ სოფლებში არსებობს ალტერნატიული ფართი სკოლის სახით, სადაც შეიძლება საარჩევნო უბანი განთავსდეს და საარჩევნო პროცესი ნორმალურად ჩატარდეს“.

„ქართული ოცნების“ ადიგენის შტაბის წევრების თქმით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საარჩევნო უბანი სწორედ იმ შენობაშია განთავსებული, სადაც ნაციონალური მოძრაობის შტაბი. ასევე, არის შემთხვევა, როცა ერთ შენობაშია განთავსებული სოფლის რწმუნებულის ადმინისტრაცია და საარჩევნო უბანი.

დავით ბაციკაძის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მოითხოვენ, რომ ეს უბნები გადაიტანონ ყველა იმ ალტერნატიულ ფართში, სადაც საარჩევნო პროცესის ნორმალურად ჩასატარებლად შესაბამისი პირობები იქნება.

- „ჩვენ აუცილებლად გადავცემთ საოლქო საარჩევნო კომისიას ინფორმაციას, თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ მათ ეს ისედაც კარგად იციან. ასევე, გადავცემთ უწყებათაშორის კომისიასაც, რომ დაავალონ შესაბამის სამსახურებს გამოყონ ფართი არჩევნების ნორმალურ პირობებში ჩასატარებლად".

[თამარ თოთაძე, ადიგენი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საარჩევნო უბნები ადიგენში

საარჩევნო უბნები რიტუალების სახლებიდან სკოლებში გადავიდა
# 37 ახალციხის საარჩევნო ოლქი [განახლებადი]
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა
ახალციხის ოლქში საარჩევნო უბნების მდებარეობა იცვლება
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა იმართება
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა