FM97.5 / LIVE

ახალციხეში სამ ქუჩაზე წყლის ცენტრალურ სისტემას ცვლიან

მთავარიეკონომიკა 27.02.2015
ახალციხეში თამარაშვილის, მთაწმინდელისა და ხანძთელის ქუჩებზე სასმელი წყლის სისტემას ცვლიან. სამუშაოებისთვის 1.500.000 ლარია გამოყოფილი.

ახალციხეში სამ ქუჩაზე წყლის ცენტრალურ სისტემას ცვლიან
ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე, სადაც ასფალტი სამი თვის წინ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დააგეს, ისევ აყრილია. ამ ქუჩაზე ისევ მძიმე ტექნიკა მუშაობს და ქუჩას თხრის.

სამუშაოებს აზერბაიჯანულ–ქართული შპს „ასნაფი“ ასრულებს. როგორც სამუშაოთა მწარმოებელმა დავით აბრამიშვილმა განგვიმარტა, აღნიშნულ ქუჩაზე სასმელი წყლის სისტემა უნდა გამოცვალონ.

მთაწმინდელის ქუჩის გარდა, სამუშაოები მიმდინარეობს მეზობელ ქუჩებზეც:თამარაშვილსა და გრიგოლ ხანძთელზე.სამივე უბანში სასმელი წყლის სისტემის შესაცვლელად ევრო ბანკმა 1.500.000 ლარი გამოყო. დამკვეთი მუნიციპალური განვითარების ფონდია.

„სამუშაოები ნოემბერში დაიწყო და სექტემბერში უნდა დასრულდეს. წყლის სისტემას მთლიანად ვცვლით. ძველი აღარ იარსებებს და მთლიანად ახალ სისტემაზე გადავა. სამუშაოებზე დაახლოებით 60 ადამიანი გვყავს დასაქმებული“, – ამბობს სამუშაოთა მწარმოებელი დავით აბრამიშვილი და ამატებს, რომ იმ ქუჩებზე, სადაც წყლის მილებს ცვლიან, დაზიანებულ ასფალტს თავადვე აღადგენენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ამ დროისთვის აღნიშნულ ქუჩებს წყალი არ მიეწოდებათ.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელის გიორგი ბაგინაშვილის განმარტებით სისტემის გამოცვლის შემდეგ კერძო სახლების გამრიცხველიანება დაიწყება.

მიმდინარე წელს ცენტრალური წყლის სისტემა შეიცვლება მარდის დასახლებაში რამდენიმე ქუჩაზეც. სამუშაოები უკვე დასრულებულია რაბათში.

შპს „ასნაფი“გარდა ახალციხისა წყლის სისტემას დაბა ასპინძაშიც შეცვლის.

ახალციხეში სამ ქუჩაზე წყლის ცენტრალურ სისტემას ცვლიან

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხანძთელის ქუჩაზე წყლის მილი ისევ დაზიანდა
ახალციხეში  სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს
ახალციხეში სასმელი წყლის სისტემის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო [Photo]
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ბაკურიანში სასმელი წყლის სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ათონელის ქუჩაზე ერთი თვის დაგებული ასფალტი აყარეს
ახალციხეში, თბილისის ქუჩაზე, სასმელი წყალი ასფალტზე გადმოდის