FM97.5 / LIVE

ვის მისცემს "ბიპი" კომპენსაციას არლელებს თუ „საქნახშირს“?

მთავარიეკონომიკა 27.02.2015
"ბიპი" აცხადებს, რომ არალში მიწების საკითხი მთავრობამ უნდა დაარეგულიროს, „საქნახშირში“ კი ირწმუნებიან, რომ კომპანია მოლაპარაკებებს "ბიპისთან" აწარმოებს. არალში მიწების საკუთრების საკითხი ჯერ ისევ გაურკვეველია.

ვის მისცემს "ბიპი" კომპენსაციას არლელებს თუ „საქნახშირს“?
"ბიპი" ადიგენის მუნიციპალიტეტში ე.წ. ორჭოსანის ტერიტორიაზე სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობის დასაწყებად ემზადება, აქ სადავო მიწების ამბავი კი ჯერ ისევ გადაუჭრელია.

„საქნახშირის“ გენერალური დირექტორის ტექნიკური მრჩეველი ზაზა გორდეზიანის განცხადებით, ამ დრომდე გადაწყვეტილი არაფერია: „მიდის საკითხის დამუშავება ჩვენსა და "ბიპს" შორის, რადგან ბიპის აქვს ჩვენ ტერიტორიაზე გაყვანლი გაზსადენი“.

გორდეზიანი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე ლიცენზიას არ დათმობენ: „ამაში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გვაქვს გადახდილი. მანდ პროექტების გასაკეთებლად კი 300 ათას დოლარამდე გვაქვს გახარჯული. ამიტომ გადაწყვეტილება სწორედ ჩვენსა და ბიპის შორისაა მისაღები, ვიდრე ჩვენსა და მთავრობას შორის“.

საწინააღმდეგოს აცხადებს "ბიპი". ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში სამხრეთ– კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრაზე, "ბიპის" საგარეო ურთიერთობების დირექტორმა გია ღვალაძემ განაცხადა, რომ არალში სადავო მიწების საკითხს მთავრობა მოაგვარებს.

„ეს საკითხი მთავრობამ უნდა დაარეგულიროს. ეს უნდა მოხდეს უახლოეს ერთ კვირაში და მაქსიმუმ ორ კვირაში, სამუშაოების განრიგი ისე გვაქვს გაწერილი, რომ სხვანაირად შეუძლებელია“, – განაცხადა შეხვედრაზე ღვალაძემ.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარების შესახებ მიმდინარეობს საქმის წარმოება: „გარემოს დაცვის სამინისტროდან ველოდებით პასუხს, მაგრამ ჯერ არ მიგვიღია“.

გარემოს დაცვის სამინისტროდან პასუხებს კითხვებზე მეორე კვირაა „სამხრეთის კარიბჭეც“ უშედეგოდ ელოდება.

„საქნახშირს“ უნდა რომ ფული მიიღოს ბიპისგან. გლეხები ნაკლებად აინტერესებთ. ამიტომ ჩვენ დაახლოებთ სამ დღეში საქმეს სასამართლოში შევიტანთ“, – ამბობს არალში მცხოვრები ლავრენტი ჩილინგარაშვილი, რომელსაც თანასოფლელების მსგავსად ორჭოსანის ტერიტორიაზე 10 მეასედი მიწის ფართობი აქვს და ჯერ საჯარო რეესტრში ვერ იკანონებს.

შეგახსენებთ, არალში მოსახლეობა სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტიდან კომპენსაციას ვერ იღებს, რადგან აღმოჩნდა, რომ მიწა რომლის ფაქტობრივი მფლობელებიც თავად არიან და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც აქვთ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ეკონომიკის სამინისტროს ჰქონია. ამავე ფართობზე კი 2006 წელს სახელმწიფოს „საქნახშირისთვის“ 40–წლიანი ლიცენზია გაუცია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

BP: სახელმწიფომ არალში მიწების საკითხი ორ კვირაში უნდა დაარეგულიროს
არალში სადავო მიწის საკითხი ადგილობრივების სასარგებლოდ გადაწყდა
არალში ადგილობრივებმა სადავო მიწა დაისაკუთრეს
არალში ადგილობრივებს სადავო მიწას დაუსაკუთრებენ
კვირის აქცენტი: მიწის საკუთრების პრობლემა არალში [Video]
არლელები მიწის დაკანონებას სასამართლოს გზით ეცდებიან
‘ამ ქვეყანაში მასხრად გვიგდებენ!’– არლელები მიწის საკუთრების პრობლემაზე