FM97.5 / LIVE

ქალი პოლიტიკოსებისა და სტუდენტების დისკუსია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

მთავარისაზოგადოება 27.02.2015
დღეს, 27 თებერვალს, 14:00 საათზე სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, 208–ე აუდიტორიაში, გაიმართება ქალი პოლიტიკოსების დისკუსია სტუდენტებთან და საჯარო ლექცია - „გენდერული თანასწორობა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება“.

ქალი პოლიტიკოსებისა და სტუდენტების დისკუსია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

საჯარო ლექციას წარუძღვებიან ჟურნალისტები, გენდერის ექსპერტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანია პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის როლის და მნიშვნელობის წარმოჩენა, სტუდენტების მოტივირება ჩაერთონ ქვეყანაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარებასა და მონიტორინგში, ახალგაზრდა თაობის გენდერის საკითხებზე ინფორმირება, რათა განათლების ამაღლების გზით, ხელი შეეწყოს გენდერული თანასწორობის და არჩევნებში ქალთა მონაწილეობის ზრდას.

შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ უშუალოდ პოლიტიკოსებისაგან/პარტიის ლიდერებისაგან მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.

შეხვედრა იმართება პროექტის „ერთად გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით. შეხვედრის ორგანიზატორია ახალციხის გენდერის მედიაცენტრი.

საკონტაქტო პირი: ნინო ნარიმანიშავილი ტელ:593 92 64 29

[sknews.ge]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გენდერის მედიაცენტრში 'გენდერული საუბრები' გაიმართება
ახალციხის გენდერის მედიაცენტრში „გენდერული საუბრები“ გაიმართება
იწყება კამპანია  – 'კაცები ქალთა პოლიტიკური მონაწილოებისათვის'
ახალციხელი ჟურნალისტები გენდერის საკითხების გასაშუქებლად ერთიანდებიან
ახალციხეში გენდერულ საკითხებზე იმსჯელეს
საინფორმაციო აქცია ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მხარდასაჭერად
ქალის ხმა არჩევნებში!“ — საინფორმაციო შეხვედრები  ახალციხეში