FM97.5 / LIVE

”ქრისტიან-დემოკრატები” სამცხე-ჯავახეთში პარტიისთვის იბრძოლებენ

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 06.09.2012
”ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას” სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარი კანდიდატები მხოლოდ ახალქალაქსა და ბორჯომში ჰყავს.

”ქრისტიან-დემოკრატები” სამცხე-ჯავახეთში  პარტიისთვის იბრძოლებენ

პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გიორგი თარგამაძემ გუშინ საღამოს, ბორჯომში შეკრებილ მოსახლეობასთან წარადგინა.

“ქრისტიან-დემოკრატების” მაჟორიტარი კანდიდატი ბორჯომში მურმან ბლიაძე, ახალქალაქში კი სოსო ბალახაძეა. სამცხე-ჯავახეთის დანარჩენ ოთხ რაიონში პარტიას კანდიდატები არ ჰყავს.

“დანარჩენ რაიონებში ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი პარტიული რესურსის კონცენტრირება და მობილიზება პარტიული შედეგის მისაღწევად”, - აცხადებს გიორგი თარგამაძე.

შეხვედრას პარტიის მხარდამჭერები ყველა მუნიციპალიტეტიდან ესწრებოდნენ.
შეკრებილ მოსახლეობას თარგამაძემ პარტიის პროგრამაც გააცნო. მან
განათლების, ტარიფების, დაზღვევისა და დასაქმების ხარვეზებზე ისაუბრა.

თარგამაძის განცხადებით, პარტიის მთავარი პრიორიტეტი განათლებაა. მისი თქმით, უმაღლესი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი, პედაგოგთა ანაზღაურება კი გაცილებით მაღალი უნდა იყოს. თარგამაძე პარტიის დამსახურებად მიიჩნევს სადაზღვევო პროგრამის ამუშავებას: “ჩვენი ოთხწლიანი, მიზანმიმართული ბრძოლის შედეგია სადაზღვეო პროგრამის ამოქმედება. ეს არის ის, რასაც ყველამ ერთად მივაღწიეთ იმ შვიდი მანდატით, რომელიც გვქონდა პარლამენტში. თუმცა, ეს ჯანდაცვის პროგრამა შორს დგას იდიალურისა და სასურველისაგან”.

შეხვედრაზე მყოფ ასპინძელ ნუნუ ივანიძეს პარტიის პროგრამა მოსწონს.

- “ახალგაზრდებისთვის ძალიან კარგი რამ ითქვა. მთავარია შესრულდეს”, - ამბობს იგი.

რატომ უჭერს მხარს პარტიას, დაკონკრეტებისგან თავს იკავებს სოფელ ნაქალაქევში მცხოვრები უშანგი მელიქიძე: “მომავლის იმედი გვაქვს. დავლოდოთ არჩევნებს და ყველაფერი გაირკვევა”.

“ლაპარაკიც კი ზედმეტია. არავინ არაფრის გამკეთებელია სააკაშვილის გარდა. მაგას უნდა მივცე ხმა”, - გვითხრა ამავე შეხვედრაზე მყოფმა სოფელ ფაფის მცხოვრებმა ლილი ლურსმანაშვილმა.


[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

13.08.2020 სად და რომელ ფაკულტეტებზე შეძლებთ სწავლას უფასოდ

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.08.2020 რეგიონ ლიგაში სამცხე–ჯავახეთიდან 4 გუნდი იასპარეზებს – სეზონი იწყება

13.08.2020 ‘დავიღალეთ ასე ცხოვრებით’ - ნინოწმინდის 8 დასახლებაში გასხვისებულ საძოვრებს აპროტესტებენ

13.08.2020 რომელ კონფესიებს აფინანსებენ სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობები

13.08.2020 მგფ სამცხე–ჯავახეთში 3 საჯარო სკოლას გაარემონტებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

”ქრისტიან-დემოკრატებმა” ახალქალაქში მაჟორიტარი კანდიდატი დაასახელეს
'ლელომ' სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ დაასახელა
'ქართული ოცნება' სამცხე-ჯავახეთში პარტიის თავმჯდომარეებს ნიშნავს
რატომ თქვა უარი ‘სამცხის’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობაზე ფიქრია ჩიხრაძემ
‘ლეიბორისტულ პარტიას’ სამცხე–ჯავახეთში შალვა დავლაშერიძე ხელმძღვანელობს
ბორჯომი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე
”ქრისტიან-დემოკრატებმა” სამცხე-ჯავახეთი მოინახულეს