FM97.5 / LIVE

ზარზმელის 51–ე კორპუსის 51 მცხოვრები მერიას გზის გაფართოების მოთხოვნით მიმართავს

მთავარიეკონომიკა 25.02.2015
ახალციხეში, ზარზმელის ქუჩის N51– ში მცხოვრებმა ოჯახებმა ხელმოწერები შეაგროვეს და ახალციხის მერიას გზის გაფართოების მოთხოვნით განცხადებით მიმართეს.

ზარზმელის 51–ე კორპუსის 51 მცხოვრები მერიას გზის გაფართოების მოთხოვნით მიმართავს

ადგილობრივებმა მერიაში განცხადება დღეს, 25 თებერვალს შეიტანეს.

„მოგახსენებთ, რომ ჩვენს დასახლებაში მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც იგება ასფალტის საფარი. გზა არის იმდენად ვიწრო, რომ შეუძლებელია ორმა მანქანამ გვერდი აუქციოს ერთმანეთს.

ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები ვითხოვთ გაფართოვდეს ასფალტის საფარი, საუბარია ზარზმელის ქ. N51 – ში მდებარე გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამ 51–ე კორპუსის 51 მცხოვრები აწერს ხელს. განცხადებას თან ერთვის რამდენიმე მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი.

ქალაქ ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტში ცვლილებები შევა. როგორც ახალციხის მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის უფროსი გელვასი გელაძე ამბობს, ბორდიურები დავიწროვდება და გზა ბორდიურების მხარეს აიწევს. თუმცა, იმაზე განიერი ასფალტის საფარი არ დაიგება, რაც პროექტითაა გათვალისწინებული.

„თუ მოსახლოება ამასაც გააპროტესტებს, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვეღარაფერს შევცვლით“, – ამბობს გელვასი გელაძე.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრებლები დასახლებაში დასაგები გზის სიგანეს აპროტესტებენ. მათ 23 თებერვალს ახალციხის მერთან შეხვედრა ითხოვეს, შეკრებილებთან მერის ნაცვლად მისი მოადგილე ზაზა თამარაშვილი მივიდა და ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ მშენებელ კომპანიას დაელაპაარაკებოდა.

მეორე დღეს, 24 თებერვალს, დილით მუშებს წინა დღეს მოწყობილი ბორდიურები დანგრეული დახვდათ. ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრებთა ნაწილმა, ვინც „სამხრეთის კარიბჭეს“ ადგილზე დახვდა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მართალია, ბორდიურისა და გზის წყობა არ მოსწონთ, მაგრამ ფილები ნამდვილად არ მოუნგრევიათ. იმავე დღეს, საღამოს, ადგილობრივებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზარზმელის მცხოვრებლებმა და მერიამ შეთანხმებას მიაღწიეს
ზარზმელის ქუჩაზე ბორდიურები მოანგრიეს [Video]
ვიწრო გზა ნახევარ მილიონ ლარად [Video/Photo]
ზარზმელის ქუჩაზე ასფალტს აგებენ
ზარზმელის ქუჩაზე ასფალტის დაგება დასრულდა
ზარზმელის  ქუჩის #55–ში მცხოვრებლები ეზოს მოწესრიგებას ითხოვენ
ზარზმელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება