FM97.5 / LIVE

აგარა–გომის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას მეოთხე ადამიანიც ემსხვერპლა

მთავარისამართალი » შემთხვევა 23.02.2015
21 თებერვალს, აგარა - გომის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. მეოთხე გარდაცვლილი საკირეში მცხოვრები 60–წლამდე ასაკის ქალბატონია.

აგარა–გომის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას მეოთხე ადამიანიც ემსხვერპლა

ლალი სიხარულიძე, რომელიც ვალე–თბილისის მიკროავტობუსით მეუღლესთან ერთად მგზავრობდა, მეოთხეა ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილთა შორის. შეგახსნებთ, რომ ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ ახალციხეში მცხოვრები 30 წლის რუსუდან ხუციშვილი და მისი ორი, მცირეწლოვანი შვილები.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი საკირეში თამაზ ჩუტკერაშვილი გვიხსნის, ავარიის შედეგად დაშავდა სიხარულიძის მეუღლეც, მას ხელი აქვს მოტეხილი.

შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს, შუადღეს, თბილისი - ვალეს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა, ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა. შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა და 7 დაშავდა. 3-დან 2, მცირეწლოვანი ბავშვები, ადგილზე გარდაიცვალნენ, მათი დედა კი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე.. დაშავებული 7 ადამიანიდან, სამი მგზავრი შედარებით მძიმე მდგომარეობით გორის და თბილისის, იაშვილის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი სახლებში გაწერეს.

მომხდარს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით იძიებს.

შსს–ს ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

აგარა-გომის მონაკვეთზე ავარიისას გარდაცვლილი დედა-შვილების ვინაობა ცნობილია
აგარა-გომის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად მესამე ადამიანიც გარდაიცვალა
2 გარდაცვლილი, 7 დაშავებული - თბილისი-ვალეს „მარშუტკას“ ავარია შეემთხვა [Video]
მძღოლი, რომლის ავარიას დედა-შვილები ემსხვერპლნენ, დაკავებულია
აგარა-გომის მონაკვეთზე ავარიის შედეგად დაზარალებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა
მძღოლს, რომლის ავარიასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა 6 წელი მიუსაჯეს
აგარასთან მომხადარი ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა