FM97.5 / LIVE

საქართველოს პრეზიდენტი კიევშია

მთავარიპოლიტიკა 22.02.2015
საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევში ჩავიდა. გიორგი მარგველაშვილი დღეს, 23 თებერვალს, „ღირსების მარშში“ მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ლიტვის, პოლონეთის, ლატვიის, მოლდოვისა და სხვა ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან.

საქართველოს პრეზიდენტი კიევშია

გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან და სხვა დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად, მიხაილოვის მოედანზე, „უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარების არსებობის დამადასტურებელ“ გამოფენას დაათვალიერებს. ამის შემდეგ, სახელმწიფოთა ხელმძღვანელები „ღირსების რევოლუციის“ წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მარშში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ხელოვნებისა და კულტურის სამუზეუმო კომპლექსს ეწვევა, სადაც სახელმწიფოთა მეთაურებს შორის არაფორმალური საუბრები გაიმართება.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საკანონმდებლო ორგანოს წევრები ზვიად კვაჭანტირაძე, ზურაბ აბაშიძე და დავით ბაქრაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი, ასევე საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება.

სახელმწიფოს მეთაური და დელეგაცია უკრაინის დედაქალაქს დღეს საღამოს დატოვებს.

კიევში ღონისძიებები „ღირსების რევოლუციის“ წლისთავთან დაკავშირებით იმართება. შარშან უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით  აშშ-ში გაემგზავრა
უშიშროების საბჭოს მდივნად ირინე იმერლიშვილი დაინიშნა
რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრაზე
უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს უჭერს
დღის კითხვა: ახალციხელები უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად სააკაშვილის დანიშვნის შესახებ [Video]

უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლა
უკრაინის მხარდასაჭერად ახალციხეში აქცია გამართეს [Photo]